მარი ანა შარლოტა კორდე დ’არმონი (ფრანგ. Marie-Anne-Charlotte de Corday d’Armont; დ. 27 ივლისი, 1768, სენ-სატიურნენ-დე-ლინიერი ( ვიმუტიესთან ახლოს), ნორმანდია — გ. 17 ივლისი, 1793, პარიზი) — კონტრრევოლუციური შეთქმულების მონაწილე საფრანგეთში.
ბურჟუაზიული რევოლუციის დროს მე-18 საუკუნის დამლევს, რევოლუციის ბელადების წინააღმდეგ ტერიტორიული აქტების ორგანიზაციის მიზნით ჩავიდა პარიზში. კონტრრევოლუციური შეთქმულების მხილების საბაბით 1793 წელს. 13 ივლისს შეაღწია ბურჟუაზიული რევოლუციის გამოჩენილ მოღვაწესთან მარატთან და ხანჯლით მოკლა იგი. დასაჯეს რევოლუციური ტრიბუნალის განაჩენით.
ლიტერატურა
- პუშკინი ა., კაპიტანის ქალიშვილები, გვ. 399, თბ., 1983.