შალვა ბარჯაძე (დ. 5 დეკემბერი, 1980)[3] — ქართველი ზოოლოგი (ენტომოლოგი). ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), დოქტორი.
2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით. 2004 წელს კი — ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მდინარეების ძამას, ტანასა და თეძმის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია“. 2001 წლიდან მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში. 2016 წელს უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. 2013–2017 წლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში იყო ასისტენტ-პროფესორი ენტომოლოგიის მიმართულებით. 2017–2019 წლებში — ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2019 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი უხერხემლოთა ზოოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტში.[4]
სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ბუგრებისა და კუდფეხიანების ტაქსონომია, ბიომრავალფეროვნება და ფილოგენეზი; მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიოლოგია, ეკოლოგია და კონსერვაცია.[4] გამოქვეყნებული აქვს 86 [წყარო არ არის მითითებული 1051 დღე] სამეცნიერო პუბლიკაცია.
სქოლიო