ყუბაჩური სამაჯურის საიდუმლო (რუს. Загадка кубачинского браслета) — რეჟისორ რაფაელ გასპარიანცის 1982 წლის მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია დაღესტნელი მწერლის აჰმედხან აბუ-ბაქარის ავტობიოგრაფიული მოთხრობის „სამაჯური ძვირფასი ქვებით“ მიხედვით.
სიუჟეტი
აული ყუბაჩი, საიდანაც არიან ფილმის მთავარი გმირები, ოდითგან განთქმულია ხელოვანი ადამიანებით, რომლებიც საიუველირო საქმიანობას ეწევიან. აულის ყველა მშობელი ცდილობს შთამომავლობას გადასცეს თავისი ხელობის საიდუმლო. ახალგაზრდა მურადს კი ურჩევნია ლექსები წეროს და უსმინოს განთქმულ აშუღს და მოხეტიალე პოეტს მურადს, რომლის პატივსაცემად დაარქვეს მას სახელი.
საიდა და მურადი ერთმანეთს დედაქალაქში გაიცნობენ და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათი ოჯახები ერთმანეთს მტრობენ მამების შუღლის გამო. ახალგაზრდებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ ერთად დარჩნენ.
ფილმში უხვადაა გამოყენებული ცნობილი ხელოვანი ქალის, მანაბა მაგომედოვას ნამუშევრები, რომელიც ამ სოფლიდანაა.
მთავარ როლებში
- ლიკა ქავჟარაძე — საიდა
- ლევან უჩანეიშვილი — მურადი
- ბიმბოლათ ვატაევი — მურადი (მომღერალი)
- ვალერია ხუგაევა — საიდას დედა
- ბარასბი მულაევი — იბრაგიმი
- ვანატი ალიევი — მუსა
- ზემფირა გალაზოვა — მურადის დედა
- თემინა ტუაევა — მანაბა, საიდას და
- კოსტა ბირაგოვი — აბდულა, საიდას ძმა
ჯილდოები და პრიზები
- 1983 — სატელევიზიო ფილმების საკავშირო ფესტივალის პრიზი „ლირიკული კომედიის ჟანრის პოეტური დამუშავებისთვის“
რესურსები ინტერნეტში