აჰმედხან აბუ-ბაქარი |
---|
დაბადების თარიღი |
12 დეკემბერი, 1931(1931-12-12)[1] |
---|
დაბადების ადგილი |
კუბაჩი[1] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
23 ოქტომბერი, 1991(1991-10-23) (59 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
მაჰაჩყალა, დაღესტანის ასსრ, რსფსრ, სსრკ |
---|
საქმიანობა |
მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, სცენარისტი და დრამატურგი |
---|
ენა |
დარგუული ენები |
---|
მოქალაქეობა |
სსრკ |
---|
ალმა-მატერი |
მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
---|
ჟანრი |
პროზა |
---|
ჯილდოები |
საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი |
აჰმედხან აბუ-ბაქარი (ნამდვილი სახელი აჰმედხან აბაქაროვიჩ აბაქაროვი, დარ. Гlяхlмадхан Абу-Бакар; დ. 12 დეკემბერი, 1931, კუბაჩი — გ. 23 ოქტომბერი, 1991, მაჰაჩყალა, დაღესტანის ასსრ) — დარგუელი საბჭოთა მწერალი.
ბიოგრაფია
1954 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „გარიჟრაჟი“, შემდეგ — პოემა „მწარე თქმულება“ (1955), მოთხრობები „თემირ-ბულათი“ (1957), „ძეგლი გზის პირას“ (1958), „დარგუელი ქალიშვილები“ (1962), „თოვლის კაცები“ (1966), „გოდეკანის ყელსაკიდი“ (1967) და სხვა. პიესები „ნაბდიანი ხალხი“ (1959), „ოქროსხელიანი ნურ-ედ-დინი“ (1964). აჰმედხან აბუ-ბაქარის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ შექმნა მხატვრული ფილმი „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“ (რეჟისორი თ. აბულაძე). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ლიტერატურა
სქოლიო