ქუვეითის სამზარეულო ({არაბ.مطبخ كويتي) — არაბული, სპარსული, ინდური და ხმელთაშუზღვის სამზარეულოს შერწყმა. ქუვეითის სამზარეულოს ცნობილი კერძია მაჩბუსი, რომელსაც ჩვეულებრივ ამზადებენ სანელებლიანი ბასმატის ბრინჯით და ქათმით ან ცხვრით (ღორის ხორცი მკაცრად იზღუდება შარიათის კანონების გამო.
ზღვის პროდუქტები ქუვეითის კერძების ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, განსაკუთრებით თევზი. ადგილობრივების ფავორიტებია: ჰამური (ზღვის ბასი). მას ჩვეულებრივ მიირთმევენ გრილზე მომზადებულს, შემწვარს ან ბირიანის ბრინჯთან ერთად თავისებური სტრუქტურისა და არომატის გამო. ასევე პოპულარულია: ზბაიდი, საფი (კურდღლის თევზი) და სობაიტი (კაპარჭინა).[1]
ქუვეითის ტრადიციულ ბრტყელ პურს ირანულ ხუბზს უწოდებენ. ეს არის დიდი, მრგვალი ფორმის ბრტყელი პური. მას სპეციალურ ღუმელში აცხობენ. ხშირად ურევენ სეზამის მარცვლებს. უამრავი ადგილობრივი საცხობია ქვეყნის მასშტაბით. მცხობელები ძირითადად ირანელები არიან (აქედან პურის სახელწოდება ირანული ხუბუზია). პურს ხშირად მიირთმევენ მაჰიავას თევზის სოუსთან ერთად.
ქუვეითში საერთაშორისო მუშახელის წყალობით უამრავი სხვა სამზარეულოა ხელმისაწვდომი. ქვეყანაში მუსლიმებს ეკრძალებათ ღორის ხორცის ჭამა ისლამური შარიათის კანონის შესაბამისად.
კერძები
ბირიანი (არაბ. برياني) –სიტყვა biryani მოდის სპარსული beryā (n) (სპარსული بریان, შემწვარი). ეს პოპულარული კერძი არის წარმოშობით ინდოეთის სუბკონტინენტიდან. მზადდება ბრინჯისგან (ჩვეულებრივ ბასმატიდან) და სანელებლებიდან, ხორცის, თევზის, კვერცხის ან ბოსტნეულის დამატებით. ბირიანის დასამზადებლად საჭირო სანელებლები და სოუსები შეიცავს ერბოს კუმინს, ილს, დარიჩინს,დაფნის ფოთლებს, ქინძს,ზაფრანას, პიტნას მწვანილს, კოჭას, ხახვს და ნიორს და სხვ.
მაშხული (არაბ. مشخول) -მზადდება თეთრი ბრინჯით. ქოთნის ფსკერზე აწყობენ რკალებად დაჭრილ ხახვს, ანელებენ კურკუმათი და შავი პილპილით. ზოგჯერ უმატებენ კარტოფილს და ბადრიჯანს.
მარაბიანი (არაბ. مربين) - ბრინჯი, რომელიც დამზადებულია ახალი ან ხმელი კრევეტებით.
კარს აკილი (არაბ. قرص عقيلي) - ტრადიციული ნამცხვარი, რომელსაც ამზადებენ კვერცხით, ფქვილით, შაქრით, კარდამონით და ზაფრანით. ტრადიციულად მიირთმევენ ჩაისთან ერთად.
ზალაბია (არაბ. زلابية) - დახვეული ფორმის სიროფში (შაქარი, ლიმონი და ზაფრანა) გაჟღენთილი შემწვარი ცომი.
გორიბა - დელიკატური ორცხობილა, რომელიც მზადდება ფქვილის, კარაქის, შაქრის ფხვნილისა და ილიისგან. ჩვეულებრივ არაბულ ყავასთან ერთად მიირთმევენ.
ხაბისა არის ტკბილი კერძი, რომელიც მზადდება ფქვილისა და კარაქისგან.
საბ ალქაფშა (ქუვეითური არაბული: صب القفشة) - მსგავსია ლუგაიმატისა, მაგრამ ზაფრანისა და კარდამონის სიროფის დამატებით.
ელბა (არაბ. ألبة) - ქუვეითური რძის პუდინგი, ზაფრანით და კარდამონით.
სასმელები
ლაბანი (არაბ. لبن) (იოგურტის რძე)
შარბათ ბითანი
შავი ჩაი - ასხამენ დელიკატურ ჭიქებში, რომელსაც ისკიანა ეწოდება