ქვემო ყანდაურა — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ქვემო ყანდაურა, ზემო ყანდაურა). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 680 მეტრი, საგარეჯოდან 28 კილომეტრი.
ისტორია
სოფლის ძველი სახელწოდებაა ყანდიაური. ყანდიაური განადგურდა შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს 1614-1617 წლებში. 1790-იან წლებში სოფელი აღადგინა ერეკლე II-მ. 1801-1930 წლებში შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან დაიყო ზემო და ქვემო ყანდაურად და შევიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1013 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1247 |
596 |
651
|
2014[1] |
1013 |
497 |
516
|
ლიტერატურა
სქოლიო