ქეთევან (ქეთა) თოფურია (დ. 9 სექტემბერი, 1986, თბილისი) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტი.
ბიოგრაფია
მისი მამა, ამჟამად გარდაცვლილი[1], ანდრო თოფურია იყო კანონიერი ქურდი[2], ხოლო დედა – ნატალია თოფურია — ინჟინერ–ქიმიკოსი[3]. ქეთას მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს — მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ ა-სტუდიოსაგან იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს ა-სტუდიოს ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო