ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1969}}
ქალთა მეოთხე საჭადრაკო ოლიმპიადას პოლონეთის ქალაქ ლუბლინმა უმასპინძლა. პოლონეთის ამ ქალაქში 15 ქვეყნის ნაკრები გუნდი ჩავიდა. უპირველეს ფავორიტებად კვლავ საბჭოთა ნაკრები მიიჩნეოდა, რომლის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონობის მაშინდელი უცვლელი პრედენდენტი, ალა კუშნირი და ქართული ჭადრაკის ახალი ვარსკვლავი, ნანა ალექსანდრია იცავდნენ. წინა ოლიმპიადასთან შედარებით ზოგიერთ გუნდში ახალი სახელები გამოჩნდნენ. უნგრეთის ნაკრებში პირველ - მეორე დაფებზე დასხდნენ მარია ივანკა და ჟუჟა ვერეცი. სათადრიგოდ უნგრელებს კიდევ ერთი ახალგაზრდა მოჭადრაკე - კაროლინა ჰონფი ჰყავდათ. ახალი ლიდერი ჰყავდათ ჩეხებსაც, სტეფანკა ვოკრჟლოვას სახით. სათადარიგოდ აქ იანა მალიპეტროვა თამაშობდა. სამაგიეროდ კვლავ ძველი გვარდიით თამაშობდნენ გდრ-ს და პოლონეთის გუნდები. იუგოსლავიის გუნდში მართლია აღარ იყვნენ ლაზარევიჩი და ნედელკოვიჩი, მაგრამ არც ახალგაზრდები გამოჩენილან. რუმინეთის ნაკრებში არ იყო ნიკოლაუ, ახალი სახე მათ მხოლოდ ერთი (სუზანა მაკაი) ყავდათ.
ახალგაზრდობამ თავისი სიტყვა ტურნირის სტარტზევე თქვა. შვიდი ტურის შემდეგ 11,5-11,5 ქულით ლიდერობდნენ საბჭოთა, ჩეხი და უნგრელი მოჭადრაკეები. დანარჩენი გუნდები საგრძნობლად ჩამორჩნენ, თუმცა საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლის შანსს მეტნაკლებად მაინც ინარჩუნებდნენ. მერვე ტურიდან საბჭოთა ნაკრები ერთპიროვნულად გალიდერდა და თანდათნ კიდევ უფრო ზრდიდა თავის უპირატესობას. საბოლოოდ სამი ტურით ადრე ჩემპიონის საკითხი გადაწყვეტილი იყო. უნგრელებმაც თანდათან ჩამოიტოვეს მეტოქეები და მეორე ადგილს დაეპატრონნენ. დიდი ბრძოლა გაჩღდა მესამე ადგილისათვის. ვეტერანებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა დაძაბულობას ვერ გაუძლეს და პოზიციები თანდათან დათმეს. ისინი კონკრეტულ მატჩში კი ამარცხებდნენ ახალგაზრდა ოპონენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს, მაგრამ მთელი ტურნირისათვის ძალები აშკარად არ ყოფნიდათ. ასე მაგალითად, რუმინელებმა პირადი შეხვედრები უნგრეთსაც (2-0) მოუგეს და ჩეხოსლოვაკიასაც (1,5-0,5), ჩეხები იუგოსლავიელებმაც დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ გადაღლილები დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ აშკარად სუსტ მეტოქეებთნ. სამაგიეროდ ჩეხებს ეყოთ ძალა და პირველად დაეპატრონნენ ბრინჯაოს მედლებს. საბჭოთა მოჭადრაკეებმა კი ვერა მენჩიკის თასთან და ჩემპიონის ოქროს მედლებთნ ერთდ, მცირე ოქროს მედლებიც მიიღეს თავიანთ დაფაზე საუკეთესო შედეგისათვის.