ქალები უნგრეთში

უნგრელი ქალი გლეხი მე-17 საუკუნეში – პერსი ანდერსონის ნახატი, კოსტიუმის სილამაზის, ისტორიული და თეატრალური დანიშნულებისთვის, 1906 წელი.

უნგრეთში ქალების როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში. ისტორიულად, უნგრეთის დღევანდელ ტერიტორიაზე, ქალთა როლების, უფლებებისა და ფემინისტურ მოძრაობებისპარალელურად, პოლიტიკაში მონაწილეობა უკიდურესად ტრადიციული გენდერული როლების კონტექსტში ვითარდებოდა, რომელზეც გავლენას ახდენდა რომაული კათოლიციზმი, ლუთერანიზმი და კალვინიზმი. ცოტა მოგვიანებით, აგრეთვე გავლენიანი იყო საზოგადოებაში ქალების ადგილის კომუნისტური დოქტრინა. პოსტ-კომუნისტურმა პერიოდმა წარმოშვა ორგანიზაციები, იმისთვის, რათა ეპასუხათ ქალების საჭიროებებისა და ქალების საარჩევნო მობილიზაციისთვის, ხოლო ამჟამად, რამდენიმე უნივერსიტეტს უკვე გააჩნია გენდერის სწავლების პროგრამები. შედარებით „ვესტერნიზებული“ კულტურა წარმოიშვა 21-ე საუკუნეში ევროკავშირში შესვლის გამო.

პირველი მსოფლიო ომის წინარე პერიოდი

1790 წელს, მამაკაცი, სახელწოდებით პიტერ ბარანიმ შუამდგომლობა გაუწია „უნგრელ დიდგვაროვანთა ეროვნულ შეკრებას“, რათა დიდგვაროვანი ქალებისთვის მიენიჭებინა შეკრების მსვლელობაზე დაკვირვების უფლება. იგი ამტკიცებდა, რომ ეს ქალები პოლიტიკური აქტიურობისა და პატრიოტიზმის საფუძველზე, უკეთესად აღზრდიდნენ საკუთარ ვაჟებს, თუმცა, კრებამ უარი განაცხადა პეტიციის მიღებაზე.[1] ქალთა პირველი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა უნგრეთში 1817 წელს, „პესტერის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება“ იყო; მე-19 საუკუნის მიწურულს, რამდენიმე ასეული მსგავსი ორგანიზაცია არსებობდა სამეფოში, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი თითქმის არ ერთვებოდნენ პოლიტიკაში.[1] როდესაც ქალებმა მოიპოვეს საშუალო განათლების უფლება მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ქალთა აქტიური ჯგუფები სტუდენტებს დაეხმარნენ აკადემიური პროგრამის შემუშავებაში, „ცოლსა“ და „დედაზე“ ფოკუსირებული პროგრამებისგან განსხვავებით. 1895 წელს, ქალებს საუნივერსიტეტო დონეზე მიანიჭეს ფილოსოფიის, მედიცინის და ფარმაცევტიკის სწავლების უფლება.[1]

ქალთა ჯგუფების მხარდაჭერის გარდა, ამგვარი წინსვლა, ნაწილობრივ, გამოწვეული იყო უნგრეთის მიერ დიდი ძალის სტატუსის მოპოვებაზე ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში. უნგრეთმა თავი წარადგინა, როგორც მზარდად მოდერნიზებული რეგიონი.

1904 წელს პაციფისტმა და ქალთა უფლებების დამცველმა, როჟიკა ბედი-შვიმერმა (როსიკა შვიმერმა) დააფუძნა ფემინისტების ასოციაცია.[1] ჯგუფმა სამჯერ წარადგინა ქალთა საარჩევნო უფლებების საკითხი საპარლამენტო კენჭისყრაზე, თუმცა ყველა მათგანი წარუმატებელი გამოდგა. 1910 წელს დაარსდა „მამაკაცთა ლიგა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის“, ხოლო 1913 წელს „ქალთა საარჩევნო უფლებების საერთაშორისო ალიანსი“ გაიმართა ბუდაპეშტში.[1] ფემინისტების ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა ქალაქ ბუდაპეშტის საბჭოსთან, რათა შეექმნა ქალთა დახმარების ოფისი და ყოველდღიური ზრუნვის ცენტრი. ამავდროულად, მათ გამოაქვეყნეს ჟურნალი ქალთა საკითხებზე, რომლის წყალობითაც ხალხის ცნობიერება ამაღლდა.[1] ადრეული მე-20 საუკუნის განმავლობაში სხვა აქტიური ჯგუფები მოიცავდნენ სოციალ-დემოკრატთა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს და „ქალთა სასულიერო მუშაკთა ეროვნულ ფედერაციას“, რომელიც ცდილობდა ქალი პროფესიონალების უფლებების გაუმჯობესებას.[1]

ომთაშორისი პერიოდი

პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, დამოუკიდებელმა უნგრეთმა საკუთარი თავის განსაზღვრა დაიწყო, როგორც „ეროვნული საზღვრები“ და ქალთა მოძრაობა ეფექტურად მოერგო ამ ახალ ჩარჩოს.[2]

ბელა კუნის მიერ მცირე ხნით კომუნისტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან დაწყებული, რევოლუციური ფემინისტური ჯგუფები და სხვა ორგანიზაციები დაპატარავდნენ და საიდუმლო და ნაკლებგავლენიანი ფორმა მიიღეს; ამავე სიტუაციაში იგრძნეს თავი კომუნისტებმა, ზოგიერთმა ფემინისტმა და სხვა რადიკალებმა, რომლებმაც დაიწყეს ერთმანეთთან თანამშრომლობა. 1920 წლის 25 მარტს, მარგიტ სლაჩტა აირჩიეს ეროვნული ასამბლეის წევრად ბუდაპეშტის პირველ რაიონში. იგი პარლამენტის პირველი ქალი წევრი გახდა უნგრეთის ისტორიის განმავლობაში. უნგრელმა ქალებმა, ნაწილობრივ მოიპოვეს საარჩევნო და საპარლამენტო საქმიანობის უფლებები, მაშინ, როცა სამთავრობო პარტიულმა სისტემამ ქალებს, ახალი, სოციალურად მისაღები ადგილები შესთავაზა ჩართულობისთვის. ქალები, ეროვნული ერთობის პარტიასა და ქრისტიანი ქალების ბანაკში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით.[2] უნგრელი ქალების პოლიტიკური შესაძლებლობები გაფართოვდა და, ამავდროულად, მათ ყურადღება და მხარდაჭერა დაიმსახურეს უაღრესად ტრადიციული გზით: როგორც დედებმა და ბავშვებზე მზრუნველებმა.[2] 1941 წლიდან მოყოლებული, ქალთა ჯგუფებმა კიდევ უფრო განსხვავებული გზა აირჩიეს, მეორე მსოფლიო ომამდე მიმდინარე მოვლენების გამო.[2]

საარჩევნო უფლებები და პოლიტიკა

ქალებმა მოიპოვეს შეზღუდული საარჩევნო უფლება 1918 წელს (პირველად ხმა მისცეს 1922 წელს), ხოლო სრული საარჩევნო უფლება - 1945 წელს,[3] მაგრამ, როგორც სხვა ავტორიტარულ კომუნისტურ სახელმწიფოებში, ქალებისა და მამაკაცებისთვის სამოქალაქო უფლებები მაინც სიმბოლური იყო. კომუნისტური ხანის განმავლობაში, ქალები ხდებოდნენ პარლამენტის წევრები (ისინი შეადგენდნენ 1949 წლის პარლამენტის 18%-ს, ხოლო 1980 წლის პარლამენტში – 30%-ს), მაგრამ ეს, უბრალოდ, ფასადური იყო, რადგან მათ მცირე ძალაუფლება ჰქონდათ პრაქტიკაში, ხოლო მთავარ პოლიტიკურ საკითხებს მამაკაცები წყვეტდნენ. უნგრეთმა პირველი თავისუფალი არჩევნები კომუნიზმის ნგრევის შემდეგ ჩაატარა, თუმცა არჩეული წევრებიდან მხოლოდ 7% იყო ქალი.[3] 2018 წლისთვის ქალები პარლამენტის წევრების 12.6%-ს შეადგენენ.

კომუნისტური პერიოდი

ქალები დანახული იყვნენ სახელმწიფოს პროდუქტიულობის სასიცოცხლო ნაწილად: როგორც დედები და მშრომელი მამაკაცების ცოლები და როგორც თვითონ მშრომელები. მიუხედავად იმისა, რომ ქალები მოიაზრებოდნენ სამუშაო ძალად შედარებით თანასწორი უფლებების ფარგლებში კომუნისტური მმართველობის დროს, ისინი, ზოგადად, ექვემდებარებოდნენ უფრო დიდ სახელმწიფო კონტროლს, მათი პიროვნული, განსაკუთრებით კი, რეპროდუქციული უფლებების, სექსუალურობისა და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებების თვალსაზრისით.[4] თანასწორობის ოფიციალური დისკურსის მიუხედავად, კომუნისტური რეჟიმი გულწრფელად არ ეხმაურებოდა გენდერული დაქვემდებარების ღრმა სოციალურ წყობას. ქალებმა ნახეს გარკვეული სარგებელი კომუნისტური მმართველობის პირობებში, მამაკაცების დაქვემდებარებაში ყოფნის მიუხედავად; მათ მიიღეს გაცილებით მეტი ხელმისაწვდომობა საშუალო და უმაღლესი განათლების, განსაკუთრებით კი, ტექნიკური სფეროების მიმართულებით.[5]

პოსტ-კომუნისტური პერიოდი

1989 წლიდან მოყოლებული, ქალთა და ფემინისტთა ჯგუფებმა შექმნეს ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ უნგრელი ქალების საჭიროებების მოსაგვარებლად. პოსტ-კომუნისტური ეკონომიკა განსაკუთრებით მძიმე გადასატანი იყო „ლურჯ საყელოიანი“ ქალებისთვის, რომლებიც შემოსავალთან ერთად, პასუხისმგებელი იყვნენ სახლისა და ოჯახის მზრუნველობის თაობაზე. ადრეულ 1990-იან წლებში სხვა მნიშვნელოვანი საკითხი ქალებისთვის იყო კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების მხრიდან აბორტის უფლებების შეზღუდვა.„ფემინისტური ქსელი“, რომელიც წარმოიშვა 1990 წლის მაისში, ქალთა თანასწორობის მოძრაობის ლიდერი იყო, ხოლო „ახალგაზრდა დემოკრატების ფედერაცია“ ქალთა მოძრაობის საკითხებში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა.[6] ოჯახური ძალადობის საკითხი, ასევე მოექცა სახალხო ყურადღების ცენტრში უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში; 1997 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სექსუალური ძალადობის კანონში, საიდანაც ამოიღეს საქორწინო უფლება.[7] ასევე, 2013 წელს უნგრეთმა განახორციელა ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება.[8] 2020 წლის დეკემბერში, უნგრეთის ოჯახური საკითხების მინისტრმა კატალინ ნოვაკმა, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მიეღწია ქალს წარმატება ისე, რომ არ დალოდებოდა თანაბარ ანაზღაურებას.[9]

ოჯახური ცხოვრება, ფერტილურობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, ოჯახური დინამიკა უფრო ლიბერალური გახდა, რადგან მოსახლეობაში იზრდებოდა თანაცხოვრების პოპულარობა, ხოლო ფერტილურობასა და ქორწინებას შორის კავშირი –მცირდებოდა. 2015 წელს, დაუქორწინებელ ქალებზე მოდიოდა შობადობის 47.9%.[10] უნგრეთს აქვს ნაყოფიერების ქვე-ჩამანაცვლებელი მაჩვენებელი; 2015 წელს, ფერტილურობის საბოლოო მაჩვენებელი იყო 1.43 დაბადებული ბავშვი/ქალზე.[11] უნგრეთში მშობლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 21 გარდაცვლილი/100 000 დაბადებულს შორის (2010 წლის მონაცემებით).[12]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Acsády, Judit. Remarks on the History of Hungarian Feminism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2024-04-22.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Peto, Andrea (2005). „Hungarian women in politics, 1945-51“, Power and the People: A Social History of Central European Politics, 1945-56. Manchester University Press. 
  3. 3.0 3.1 Várnagy, Réka. (December 2013) Women's representation in the Hungarian Parliament. ციტირების თარიღი: 15 January 2022
  4. Kürti, Laszlo (1998). „Hungary“, Eastern Europe: Politics, Culture, and Society Since 1939. Bloomington: Indiana University Press, გვ. 76–77. 
  5. Wolchik, Sharon L. (1998). „Women and the Politics of Gender in Communist and Post-Communist Central and Eastern Europe“, Eastern Europe: Politics, Culture, and Society Since 1939. Bloomington: Indiana University Press, გვ. 286. 
  6. Corrin, Chris (1994). Magyar Women: Hungarian Women's Lives, 1960s-1990s. New York: St.Martin’s Press, გვ. 7–8. 
  7. Amnesty International. Hungary Cries unheard: The failure to protect women from rape and sexual violence in the home.
  8. Liste complète fr. ციტირების თარიღი: 7 October 2017
  9. Hungary's Family Minister Undermines Equality for Women en (17 December 2020).
  10. Eurostat - Tables, Graphs and Maps Interface (TGM) table. ციტირების თარიღი: 7 October 2017
  11. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 7 October 2017
  12. The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 7 October 2017

სასარგებლო ბმულები

Read other articles:

The following is a list of winners of the Stadion race at the Olympic Games from 776 BC to 225 AD. It is based on the list given by Eusebius of Caesarea using a compilation by Sextus Julius Africanus. The Stadion race was the first and most important competition of the ancient Olympiads and the names of the winners are used by many Greek authors to date historic events. Ancient OlympiaEventAncient Olympic GamesSubjectAncient Olympic winnersWinners of the Stadion racePeriod776 BC to 225 AD 1s...

 

 

Halaman ini berisi artikel tentang kota di Gabon. Untuk kegunaan lain, lihat Franceville (disambiguasi). Franceville MasukuNegara GabonProvinsiHaut-OgoouéDepartmentMpassa DepartmentPopulasi (Sensus 2003) • Total103.840 Franceville adalah salah satu dari empat kota terbesar di Gabon, dengan populasinya sekitar 56,000 jiwa pada tahun 2010. Terletak di antara Sungai Mpassa, Trans-Gabon Railway, dan N3 road. Berawal dari sebuah desa yang bernama Masuku ketika Pierre Savorgn...

 

 

Aivars EndziņšEndziņš (2011)Lahir(1940-12-08)8 Desember 1940Rīga, SSR Latvia, USSR(sekarang Latvia)Meninggal21 November 2023(2023-11-21) (umur 82)AlmamaterUniversitas LatviaPekerjaanPengacara, politikus. Aivars Endziņš (8 Desember 1940 – 21 November 2023) adalah seorang pengacara dan politikus Latvia.[1] Ia lulus dari Universitas Latvia pada tahun 1968 dan pada tahun 1977 memperoleh kandidat gelar ilmu hukum. Pada tahun 1997 menjadi Doktor Ilmu Fikih. Ia p...

The TexasThe Texas, restored at the North Carolina Transportation Museum to its 1870s appearance, April 2017.Type and originPower typeSteamBuilderDanforth, Cooke and Company (engine and original tender)Mason Machine Works (extant tender)Build dateOctober 1856SpecificationsConfiguration:​ • Whyte4-4-0 • UIC2′B nGaugeOriginally: 5 ft (1,524 mm),Since 1886: 4 ft 8+1⁄2 in (1,435 mm)Driver dia.57 in (1,448 mm)Adhesive w...

 

 

Binod Behari MukherjeeLahir7 Februari 1904Bengal Barat, IndiaMeninggal11 November 1980 (usia 76)IndiaKebangsaanIndiaDikenal atasPelukisGerakan politikModernisme Kontekstual Benode Behari Mukherjee (bahasa Bengali: বিনোদ বিহারী মুখার্জি) (7 Februari 1904 – 11 November 1980) adalah seorang seniman India asal negara bagian Bengal Barat. Mukherjee adalah salah satu pionir seni rupa modern India dan figur penting dari Modernisme Konstekstu...

 

 

Nguni language of eastern South Africa and neighbouring countries ZuluisiZuluPronunciation[isízṳːlu]Native toSouth Africa, LesothoRegion KwaZulu-Natal and southern Mpumalanga; scattered communities elsewhere EthnicityZulu peopleNative speakers13 million[1]L2 speakers: 16 million (2002)[2]Language familyNiger–Congo? Atlantic–CongoVolta-CongoBenue–CongoBantoidSouthern BantoidBantuSouthern BantuNguni-TsongaNguniZundaZuluDialects KwaZulu Natal Zulu Transvaal...

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: HITS Records – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR HITS RecordsPerusahaan indukMedia Nusantara CitraDidirikan8 Mei 2009 (umur 14)PendiriLiliana Tanaja TanoesoedibjoDistributorStar Medi...

 

 

Letak Distrik Ntcheu di Malawi Distrik Ntcheu merupakan sebuah distrik yang terletak di Region Tengah, Malawi. Berbatasan dengan negara Mozambik. Pusat distrik ini biasanya dipanggil BOMA dalam bahasa lokal terletak di Desa Headman Yeneya dan tempat ini biasanya dipanggil Nphate. Distrik ini memiliki luas wilayah 3.424 km². Dengan memiliki jumlah penduduk sebanyak 370.757 jiwa. Terletak di antara kota besar Malawi Blantyre dan Lilongwe. Ibu kota di distrik ini ialah Ntcheu. 14°45′S 3...

 

 

Vũ Thu MinhThu MinhInformasi latar belakangNama lahirVũ Thu MinhNama lain Thu Minh Lahir22 September 1977 (umur 46)[1]Hanoi, VietnamAsalHanoiGenrePop, dance, electronicPekerjaanPenyanyi, penari, aktris, pengusahaInstrumenVocalsTahun aktif1993–sekarangLabelTM Solutions (Thu Minh Solutions Company)Situs webwww.thuminh.com Vũ Thu Minh (lahir 22 September 1977)[1] often dikenal sebagai Thu Minh, adalah penyanyi pop asal Vietnam. Dia terkenal dengan musik pop ballads dan ...

  لمعانٍ أخرى، طالع ذكر (توضيح). ذكرمعلومات عامةصنف فرعي من صلاةسرد جزء من دينعبادةالقرآن البداية 631 الاستعمال  القائمة ... ورد وظيفة تلاوة عبادة إسلامية دراسات إسلامية علوم القرآن علم الحديث علم التصوف جانب من جوانب الإسلامصوفية الاسم باللُّغة الأَصل ذِكْرٌ (بالعرب...

 

 

2008 compilation album by Limp BizkitCollectedCompilation album by Limp BizkitReleasedMay 12, 2008Recorded1997-2005GenreNu metal, rap metalLength64:37LabelSpectrumLimp Bizkit chronology Greatest Hitz(2005) Collected(2008) Gold Cobra(2011) Collected is the second compilation album by American nu metal band Limp Bizkit. Released in 2008, it a retrospective compilation album from the band's albums Three Dollar Bill, Yall$, Significant Other, Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Wa...

 

 

5th Emperor of Japan Emperor Kōshō孝昭天皇Emperor of JapanReign475 BC – 393 BC (traditional)[1]PredecessorItokuSuccessorKōanBorn501 BC[2]Died393 BC (aged 108)BurialWaki-no-kami no Hakata no yama no e no misasagi (掖上博多山上陵) (Gose)SpouseYosotarashi-himeIssue Ametarashihikokunioshihito-no-Mikoto Emperor Kōan Posthumous nameChinese-style shigō:Emperor Kōshō (孝昭天皇)Japanese-style shigō:Mimatsuhikokaeshine no Sumeramikoto (観松彦香殖稲天皇)H...

Canadian musician (born 1949) For the United States military aide to Iran, see Paul R. Shaffer. For the French holocaust survivor, see Paul Schaffer. For the Chilean cult leader, see Paul Schäfer. Paul ShafferCMShaffer in 2000BornPaul Allen Wood Shaffer (1949-11-28) November 28, 1949 (age 74)Toronto, Ontario, Canada[1]Occupation(s)Bandleader, musician, composer, actor, author, comedianYears active1972–presentSpouse Cathy Vasapoli ​(m. 1990)​Ch...

 

 

2005 BBC Books Doctor Who novel This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Match of the Day novel – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2023) (Lea...

 

 

Questa voce sull'argomento centri abitati della Slovacchia è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Michalovcecittà Michalovce – Veduta LocalizzazioneStato Slovacchia Regione Košice DistrettoMichalovce AmministrazioneSindacoViliam Záhorčák TerritorioCoordinate48°45′22″N 21°54′53″E48°45′22″N, 21°54′53″E (Michalovce) Altitudine113[1] m s.l.m...

English, Scottish, Irish and Great Britain legislationActs of parliaments of states preceding the United Kingdom Of the Kingdom of EnglandRoyal statutes, etc. issued beforethe development of Parliament 1225–1267 1275–1307 1308–1325 Temp. incert. 1327–1376 1377–1397 1399–1411 1413–1421 1422–1460 1461 1463 1464 1467 1468 1472 1474 1477 1482 1483 1485–1503 1509–1535 1536 1539–1540 1541 1542 1543 1545 1546 1547 1548 1549      1551  &#...

 

 

Pacific coast offshore rum-runner Malahat A rum row was a Prohibition-era term (1920–1933) referring to a line of ships loaded with liquor anchored beyond the maritime limit of the United States. These ships taunted the Eighteenth Amendment’s prohibition on the sale and consumption of alcoholic beverages.[1] Although rum prevailed along Caribbean shores, other beverages were popular elsewhere.[1] Rum-running Main article: Rum-running The maritime limit was three miles prio...

 

 

Pour les articles homonymes, voir Lynchburg. Cet article est une ébauche concernant l’Ohio. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. LynchburgGéographiePays  États-UnisÉtat OhioComté comté de HighlandComté comté de ClintonSuperficie 2,45 km2 (2010)Surface en eau 0,76 %Altitude 307 mCoordonnées 39° 14′ 32″ N, 83° 47′ 26″ ODémographiePopulati...

Visuale della collina di Rednal, le case del paese in primo piano. Rednal è un sobborgo situato a 14,2 chilometri a sud-ovest dalla metropoli Birmingham, nella contea di West Midlands, in Inghilterra. Vi sono approssimativamente 2 000 abitanti. Indice 1 Storia 2 Geografia 3 Educazione 3.1 Scuola primaria 3.2 Scuola secondaria 4 Note 5 Altri progetti 6 Collegamenti esterni Storia Le prime testimonianze di persone vissute in zona risalgono all'età della pietra, quando un uomo del neoliti...

 

 

Voce principale: Società Sportiva Barletta Calcio. Barletta Calcio SportStagione 1986-1987 Sport calcio Squadra Barletta Allenatore Romano Fogli (1ª-7ª) Giuseppe Marchioro (7ª-34ª) Presidente Franco Di Cosola Serie C1 - Gir. B2º posto (promossa in Serie B) Coppa ItaliaPrimo turno Coppa Italia Serie CSedicesimi di finale Maggiori presenzeCampionato: Renzi (34)Totale: Renzi (39) Miglior marcatoreCampionato: D'Ottavio (14)Totale: D'Ottavio (14) StadioStadio Comunale (16 000) Mag...