ფრანსისკო დე სურბარანი (ესპ. Francisco de Zurbarán; დ. 7 ნოემბერი, 1598 — გ. 27 აგვისტო, 1664) — ესპანელი მხატვარი. ფერწერის სევილიური სკოლის წარმომადგენელი.
იგი ცნობილია, როგორც რელიგიური მხატვარი, მის ნამუშევრებში მრავლადაა რელიგიური სცენები, იშვიათად მაგრამ მაინც გვხვდება ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნამუშევრებიც. სურბარანს ხშირად მოიხსენიებენ ესპანელ კარავაჯოდ.[14]
ბიოგრაფია
სწავლობდა სევილიაში პედრო დიას დე ვილიანუევასთან (ესპ. Pedro Díaz de Villanueva). ცხოვრობდა და მუშაობდა ლიერენაში (ბადახოსი, 1617–28). 1628 წლიდან სევილიაში მოღვაწეობს. ძირითადად ქმნიდა კომპოზიციებს წმინდანთა ცხოვრებაზე („წმ. ბონავენტურას ლოცვა პაპ გრიგოლ X-ის არჩევისას“, სურათების გალერეა, დრეზდენი). მის ადრინდელ ნამუშევრებში შეიმჩნევა კარავაჯოს გავლენა (წმ. პეტრეს ტაძრის კაპელის რეტაბლო, სევილია, 1625).
შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში (1630–40-იანი წწ.) ქმნიდა მკაცრ და მონუმენტურ სურათებს. 1650-იანი წწ. ნამუშევრები გამოირჩევა ემოციური დაძაბულობით („ჯვარცმა“, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი).
რელიგიურ კომპოზიციებს გარდა ქმნიდა აგრეთვე მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს.
გალერეა
-
„წმინდა სერაპიონი“, 1628
-
„ჯვარცმა“, 1627
-
„წმინდა იზაბელა“, 1635
-
„ფრანცისკანელი ბერი“
-
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო