ბადახოსი (ესპ. Badajoz; ესპანური წარმოთქმა: [baðaˈxoθ]) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოქცეულია ავტონომიური გაერთიანების ესტრემადურის შემადგენლობაში. მდებარეობს პორტუგალიის სახელმწიფო საზღვართან, მდინარე გვადიანის ნაპირზე, ზღვის დონიდან 185 მ სიმაღლეზე. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 151,565 ადამიანი. წარმოადგენს სატრანზიტო პუნქტს პორტუგალიის საზღვართან. აღმოცენდა როგორც პატარა რომაული ქალაქი. VII საუკუნეში ტერიტორია მავრებმა დაიპყრეს და შედეგად გახდა მავრების სამეფოს ნაწილი — ბადახოსის ტაიფა. ბადახოსში დაბადებულია ესპანელი ფერმწერი ლუის დე მორალესი და კონკისტადორი პედრო დე ალვარადო. ქალაქშია XIII საუკუნის გოთიკური ტაძარი. განვითარებულია ტყავის მრეწველობა. არის აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #4086213-6 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.