ფრან ლევსტიკი (დ. 28 სექტემბერი, 1831, სოფელი პროდნე-რეტიე, — გ. 16 ნოემბერი, 1887, ლიუბლიანა) — სლოვენი მწერალი. მონაწილეობდა პროგრესულ ჟურნალ-გაზეთების გამოცემაში. ლევსტიკის ლირიკულ-ეპიკურ ლექსებს საფუძვლად უდევს ხალხური სიმღერები და ბალადები. თავის სტატიებსა და ნარკვევებში მან წინ წამოსწია რეალისტური ხელოვნების პრინციპები. ლევსტიკი ითვლება სლოვენიური კლასიკური პროზის ფუძემდებლად (მოთხრ. „მარტინ კრპანი“ , 1858). წერდა დრამატულ ნაწარმოებესაც.
ლიტერატურა
სქოლიო