ფინური კულტურა აერთიანებს ადგილობრივ მემკვიდრეობას, რომელიც ძირითადად ურალურ ენათა ჯგუფის სახელმწიფო ფინური ენითა და საუნითაა წარმოდგენილი. ახლოსაა ევროპულ კულტურასთან. ფინეთის ისტორიული წარსულისა და გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ფინური კულტურის ჩამოყალიბება განაპირობა ბალტიისპირელ და გერმანელ ხალხთან ურთიერთობამ, აგრეთვე მისმა დამპყრობლებმა — რუსეთმა და შვედეთმა.
ფინეთის რეგიონებს შორის ჯერ კიდევ შემორჩენილია კულტურული განსხვავებები, განსაკუთრებით უმნიშვნელო განსხვავებები აქცენტებსა და ლექსიკურ მარაგში. მრავალი ფინელი ემოციურად დამოკიდებულია გარემომცველ სამყაროსა და ბუნებაზე.
ტრადიციები
ფინური დღესასწაულები ემთხვევა ქრისტიანულ კალენდარსა და პროტესტანტულ ტრადიციებს. დღესასწაულები ათასწლოვანი ნაზავია ფინური და პროტესტანტული ტრადიციებისა.
აღსანიშნავია იოჰანუსი, ზაფხულის ფინური დღესასწაული. ფინელთა უმრავლესობა დღესასწაულის დროს დასასვენებლად საზაფხულო კოტეჯებში (mökki) გადადის, რომლებიც განლაგებულნი არიან ტბებთან. ზაფხულის დღესასწაული ბნელი ძალების განდევნის რიტუალადაა მიჩნეულია. ტრადიცია ფინური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.
ფინური შობა, იოულუ, აღინიშნება ისე, როგორც ყველგან. არდადეგები 23 დეკემბერს იწყევა. საჩუქრების გადაცემა შობის წინა დღეს ხდება, როცა მათ, ლეგენდის მიხედვით, სანტა კლაუსი სტუმრობთ. ტრადიციული საჭმელი მხოლოდ შობას გემოვნდება, რასაც საუნა მოსდევს. შობას მოსდევს „სიჩუმის დღე“. ბოლო, 26-ე დღესასწაული წმინდა სტეფენეს დღეა.