ფილიპინების ტბების უმეტესობა ვულკანური და ტექტონიკური წარმოშობისაა. პატარა ტბების ნაწილი ჩამქრალი ვულკანების კრატერებშია წარმოქმნილი. ზოგიერთი ტბის აუზი ტექტონიკური ან ვულკანური აქტივობის შედეგად ზედაპირის დამრეცად მოძრაობითაა წარმოშობილი. ფილიპინებში გვხვდება მეწყერული წარმოშობის ტბებიც.[1][2]