ფერდინანდ ცირკელი (გერმ. Ferdinand Zirkel; დ. 20 მაისი, 1838 — გ. 11 ივნისი, 1912) — გერმანელი გეოლოგი და პეტროგრაფი.
ბიოგრაფია
დაამთავრა ბონის უნივერსიტეტი (ფილოსოფიის დოქტორი, 1861). 1863 წლიდან ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორი, 1870–1909 წლებში მინერალოგიის პროფესორი ლაიფციგში. ისლანდიაში, შოტლანდიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ჩდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში შეისწავლა მაგმური ქანები. ქანების მიკროსკოპული შესწავლისათვის და მათი დიაგნოსტიკისათვის ცირკელმა პირველმა შემოიღო კრისტალთოპტიკური მეთოდი. არის პეტროგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორი (1893–94), რომელმაც ხელი შეუწყო პეტროგრაფიის განვითარებას. იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი და მინერალოგიის საზოგადოების საპატიო წევრი. 1898 წელს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის მედალი. მისი სახელობისაა მინერალი ცირკელიტი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო