ფატიმა — ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია სიკო დოლიძისა და ვლადიმერ ვალიშვილის მიერ 1958 წელს. ფილმი შექმნილია კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით. სცენარის ავტორია სიკო დოლიძე.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. თავადის ოჯახში შვილივით აღზრდილი მშვენიერი ფატიმა თავადის ღვიძლს ვაჟს, ჯამბულათს და მოჯამაგირეს — იბრაჰიმს შეჰყვარებიათ. ქალს თანაშეზრდილი ჯამბულათი უყვარს, მაგრამ იგი ომში უგზო-უკვლოდ იკარგება. ხანგრძლივი გლოვის შემდეგ ფატიმა იბრაჰიმს მიჰყვება, მაგრამ შინ მოულოდნელად დაბრუნებული ჯამბულათი მისგან ოჯახის დატოვებას მოითხოვს. ფატიმას უარის შემდეგ, ჯამბულათი ჰკლავს იბრაჰიმს, ფატიმა კი ჭკუაზე შეიშლება.
როლებში
რესურსები ინტერნეტში