„დარიკო“ — სიკო დოლიძის 1936 წლის მხატვრული ფილმი. გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით („სიმონა“ და „მოსე მწერალი“). აღდგენილია 1970 წელს.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მდიდარ გლეხ დროიძეს, ქვრივი ბაბალეს მიწის ხელში ჩაგდება უნდა. ის ბაბალეს ვაჟს, სიმონას, ყალბი საბუთის შედგენას დააბრალებს. სიმონას დააპატიმრებენ, მის დედას და ძმას კი გადაასახლებენ. სიმონას ცოლს, უქმროდ დარჩენილ დარიკოს, დროიძის შვილი მიუვარდება და გაუპატიურებას დაუპირებს. ქალს თავდამსხმელი შემოაკვდება. დარიკოს გაციმბირება ემუქრება. ის ტყეში ფირალად გაიჭრება. დარიკო გლეხებთან ერთად მებრძოლ რაზმს ჩამოაყალიბებს და კაზაკების თარეშისგან იცავს გლეხებს. ჩაგრული ხალხის დამცველი დარიკოს რაზმი შიშის ზარს სცემს მეფის მოხელეებს. სიმონა საპატიმროდან გაიქცევა და დარიკოს რაზმს შეუერთდება.
როლებში
რესურსები ინტერნეტში