შტატი |
---|
ფალკონის შტატი Estado Falcón |
დროშა
|
გერბი
|
|
|
Dios y Federación |
ქვეყანა |
ვენესუელა |
---|
ადმ. ცენტრი |
სანტა-ანა-დე-კორო |
---|
შიდა დაყოფა |
აკოსტის მუნიციპალიტეტი[1] , ბოლივარის მუნიციპალიტეტი[1] , ბუჩივაკოას მუნიციპალიტეტი[1] , კარირუბანის მუნიციპალიტეტი[1] , კოლინას მუნიციპალიტეტი[1] , დაბახუროს მუნიციპალიტეტი[1] , დემოკრასიის მუნიციპალიტეტი[1] , ფალკონის მუნიციპალიტეტი[1] , ფედერასიონის მუნიციპალიტეტი[1] , მონსენიორ-იტურისის მუნიციპალიტეტი[1] , ხაკურის მუნიციპალიტეტი[1] , ლოს-ტაკესის მუნიციპალიტეტი[1] , მაუროას მუნიციპალიტეტი[1] , კასიკე-მანაურეს მუნიციპალიტეტი[1] , მირანდას მუნიციპალიტეტი[1] , პალმასოლის მუნიციპალიტეტი[1] , პეტიტის მუნიციპალიტეტი[1] , პირიტუს მუნიციპალიტეტი[1] , სან-ფრანსისკოს მუნიციპალიტეტი[1] , სილვას მუნიციპალიტეტი[1] , სუკრეს მუნიციპალიტეტი[1] , ტოკოპეროს მუნიციპალიტეტი[1] , უნიონის მუნიციპალიტეტი[1] , ურუმაკოს მუნიციპალიტეტი[1] და სამორის მუნიციპალიტეტი[1] |
---|
კოორდინატები |
11°24′24″ ჩ. გ. 69°40′40″ დ. გ. / 11.40667° ჩ. გ. 69.67778° დ. გ. / 11.40667; -69.67778 |
---|
დაარსდა |
1864 |
---|
ფართობი |
24 800 კმ² |
---|
მოსახლეობა |
950 057 კაცი (2010) |
---|
სასაათო სარტყელი |
UTCUTC-04:30 |
---|
ოფიციალური საიტი |
falcon.gob.ve |
---|
|
|
ფალკონი (ესპ. Estado Falcón) — შტატი ვენესუელაში. დედაქალაქია კორო.
დემოგრაფია და გეოგრაფია
შტატის მთლიანი ფართობი 24 800 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 950 057 ადამიანს შეადგენს.[2] შტატის დანარჩენ ტერიტორიას მედანოსის ყელის საშუალებით უერთება პარაგუანის ნახევარკუნძული.
ეროვნული პარკები
შტატის ტერიტორიაზე ოთხი ეროვნული პარკი მდებარეობს: მედანოს-დე-კორო, კუევას-დე-ლა-კებრადა-დელ-ტორო, მოროკოი და ხუან-კრისოსტომო-ფალკონი.
ისტორია
არეალი პირველად 1499 წელს ხუან დე ლა კოსამ და ამერიგო ვესპუჩიმ გამოიკვლიეს ალონსო დე ოხედას ექსპედიციისას.[3] შტატს სახელი ეწოდა პრეზიდენტ ხუან კრისოსტომო ფალკონის პატივსაცემად.
ინფრასტრუქტურა
რეგიონი თითქმის მთლიანად სანაპირო დაბლობებსა და ანდების ბორცვებს უჭირავს, ამავე დროს საკმაოდ მშრალია, რაც ზღუდავს მიწათმოქმედებას. იგი ძირითადად მდინარეთა ხეობებსა და მთიან არეალებშია გავრცელებული. მოყავთ სიმინდი, ქოქოსი, ქუნჯუთი, ყავა და შაქრის ლერწამი.
შტატის დედაქალაქ კოროსა და პარაგუანის ნახევარკუნძულს ინდუსტრიალიზაციის ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები გააჩნიათ. პარაგუანის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ პუნტო-ფიხოში მდებარეობს პარაგუანის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი. ვენესუელის ნავთობწარმოების დაახლოებით 2/3 ამ არეალშია განთავსებული, რომელსაც ექსოპრტზე ტანკერებით გზავნიან.
მუნიციპალიტეტები და მუნიციპალური ცენტრები
ადმინისტრაციულად შტატი იყოფა 25 მუნიციპალიტეტად:
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| შტატები | | |
---|
| სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიები | |
---|
|