უოლასტონის მედალი (ინგლ. Wollaston Medal) — სამეცნიერო ჯილდო გეოლოგიის დარგში, რომელსაც გადასცემს ლონდონის გეოლოგიური საზოგადოება. პირველად გადაეცა უილიამ სმითს 1831 წელს.[1] თავდაპირველად მედალი დამზადებული იყო ოქროთი (1831–1845), შემდეგ უოლასტონის მიერ აღმოჩენილი პალადიუმით. მომდევნო ხანებში კვლავ ოქროთი მზადდებოდა (1861–1929) და 1930 წლიდან დღემდე ისევ პალადიუმით. სხვადასხვა დროს უოლასტონის მედლის ლაურეატები იყვნენ: უილიამ სმითი, ლუი აგასისი, ადამ სეჯუიკი, ჩარლზ დარვინი, როდერიკ მერჩისონი, ჩარლზ ლაიელი, ჯეიმზ დენა, ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი, ედუარდ ზიუსი, ალექსანდრე კარპინსკი, ალექსანდრე ფერსმანი და სხვა. სახელი ეწოდა უილიამ ჰაიდ უოლასტონის პატივსაცემად.[2]
სქოლიო