ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი |
---|
გერმ. Ferdinand von Richthofen |
|
დაბ. თარიღი |
5 მაისი, 1833(1833-05-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
---|
დაბ. ადგილი |
პოკოი[8] |
---|
გარდ. თარიღი |
6 ოქტომბერი, 1905(1905-10-06)[3] [4] [6] [7] (72 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
ბერლინი[8] |
---|
დასაფლავებულია |
ბერლინი |
---|
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო |
---|
საქმიანობა |
გეოლოგი, მკვლევარი, გეოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი და ვულკანოლოგი |
---|
მუშაობის ადგილი |
ბონის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
---|
ალმა-მატერი |
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ვროცლავის უნივერსიტეტი |
---|
განთქმული მოსწავლეები |
Anastas Ishirkov, Wilhelm Meinardus[9] და Sven Hedin |
---|
მამა |
Karl von Richthofen |
---|
დედა |
Ferdinande von Richthofen |
---|
ჯილდოები |
ვეგას მედალი, დამფუძნებლის მედალი[10] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11] და უოლასტონის მედალი[12] |
---|
|
ფერდინანდ პაულ ვილჰელმ ფონ რიხტჰოფენი (გერმ. Ferdinand Freiherr von Richthofen; დ. 5 მაისი 1833, კარლსრუე — გ. 6 ოქტომბერი 1905, ბერლინი) — გერმანელი გეოგრაფი და გეოლოგი.
საბუნებისმეტყველო დისციპლინის — გეომორფოლოგიის ფუძემდებელი.
სწავლობდა ბრესლაუსა (ახლანდელი ვროცლავი) და ბერლინის უნივერსიტეტებში. იყო ბონის (1875-1879), ლაიფციგის (1883-1886) და ბერლინის (1886 წლიდან) უნივერსიტეტების პროფესორი. 1873 წლიდან – ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი; 1899 წლიდან – პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1860-1862 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 1862-1868 წლებში ჩაატარა გეოლოგიური გამოკვლევა კალიფორნიასა და სიერა-ნევადაში. 1868-1872 წლებში რამდენიმეჯერ იმოგზაურა ჩინეთში, შეაგროვა ბევრი მასალა მისი ბუნების შესახებ და წამოაყენა ლიოსის წარმოშობის ეოლური ჰიპოთეზა.
1886 წელს ჩამოაყალიბა რელიეფის ფორმების გენეტიკური კლასიფიკაცია და მოგვცა აზიის რელიეფწარმომქმნელი პროცესებით განსხავებული უდიდესი
ბუნებრივი მხარეების დახასიათება, რითაც საფუძველი ჩაუყარა გეომორფოლოგიას.
რიხტჰოფენი გეოგრაფიულ მეცნიერებას თვლიდა როგორც ფიზიკური გეოგრაფიის, ბიოგეოგრაფიის და ანთროპოგეოგრაფიისაგან (მ.შ. ეკონომიკური გეოგრაფიისაგან) შემდგარ სისტემას. ფიზიკური გეოგრაფიის
მთავარ ამოცანად რიხტჰოფენს მიაჩნდა დედამიწის ზედაპირის შესწვლა. თავის ანთროპოგეოგრაფიულ შრომებში რიხტჰოფენი გამოდიოდა როგორც ვულგარული მატერიალიზმის წარმომადგენელი.
რიხტჰოფენის სახელი ეწოდა ქედს ნანშანში.
თხზულება
- Китай. Результаты собственных путешествий. 5 томов. 1877-1911 гг.;
- Геоморфологические этюды Восточной Азии. 4 тома. 1901-1903 гг..
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
სქოლიო