უილიამ ჰენრი ჰარისონი (უილიამ ჰენრი ჰერისონი; ინგლ. William Henry Harrison; დ. 9 თებერვალი, 1773 — გ. 4 აპრილი, 1841) — აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, 1841 აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი; სწავლობდა ჰემპდენისა და სიდნეის კოლეჯში, შემდეგ გაიარა სამედიცინო კურსი. მონაწილეობდა ინგლისელებისა და ინდიელების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1812 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. წარმომადგენელთა პალატის წევრი 1816-1819, სენატორი — 1825-1828. გაატარა კანონი სახელმწიფო მიწების მცირე ნაკვეთებად გაყიდვის შესახებ, რამაც დიდად შეუწყო ხელი დასავლეთის შტატების უკეთ ათვისებას. პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებიდან 1 თვეში გარდაიცვალა.
ლიტერატურა