უეჩულაფკენის ტბა — ტბა არგენტინის პატაგონიაში, ნეუკენის პროვინციაში. ეს მყინვარული ტბა მდებარეობს ანდებში, ლანინის ეროვნულ პარკში, ქალაქ სან-მარტინ-დე-ლოს-ანდესიდან 60 კმ-ის მოშორებით. უეჩულაფკენი არგენტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანდური ტბაა. იკვებება ჩამდინარე ნაკადულებით და ეპულაფკენის ტბით.
მისი სახელი მაპუჩეს ხალხის ენაზე "გრძელ ტბას" ნიშნავს. მართლაც, მისი სიგრძე 30 კმ-ია, სიგანე 5 კმ, ზედაპირის ფართობი 104 კმ².
იხილეთ აგრეთვე
გალერეა
რესურსები ინტერნეტში