ტომ იორკი

ტომ იორკი

ტომ იორკის გამოსვლა Radiohead-თან
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტომას ედვარდ იორკი
აგრეთვე ცნობილი როგორც სისი ბაკბაკი[1]
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1968 (1968-10-07) (56 წლის)
დაბ. ადგილი Wellingborough
წარმოშობა ინგლისის დროშა ველინბურგი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, არტ-როკი, ელექტრონული მუსიკა, ექსპერიმენტული როკი
საქმიანობა მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, მხატვარი, აქტივისტი, მოცეკვავე, დიჯეი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, ბას-გიტარა, სემპლერი, დრამ-მანქანა, სეკვენსერი, ლეპტოპი, პერკუსია, ორგანი, დასარტყმელი საკრავები, ფირსაკრავი
აქტიური 1985-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი XL
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Gibson SG
Fender Jazzmaster
Gibson Hummingbird
Fender Telecaster Deluxe
Gibson ES-330
Epiphone Casino
Rhodes-ის ფორტეპიანო
ხელმოწერა
საიტი radiohead.com
ტომ იორკი ვიკისაწყობში

ტომას (ტომ) ედვარდ იორკი (ინგლ. Thomas Edward Yorke; დ. 7 ოქტომბერი, 1968, ველინბურგი, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი არის Radiohead-ისა და Atoms for Peace-ის წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების ძირითადი ავტორი, გამორჩეული ვოკალური შესრულებისას ფალცეტოს გამოყენებით. როგორც მულტი-ინსტრუმენტალისტი, ძირითადად უკრავს გიტარასა და ფორტეპიანოზე, ისევე, როგორც სინთეზატორზე, ბას-გიტარაზე და ელექტრონულ მოწყობილობებზე, როგორიც არის სემპლერი, დრამ-მანქანა და სხვები. Radiohead-ის გვიანდელ ალბომებზე მის ინსტრუმენტებში მითითებულია ლეპტოპი. 1990-იან წლებში იორკი ცნობილი იყო, როგორც როკ-მუსიკოსი, მაგრამ Radiohead-ის 2000 წლის ალბომით Kid A მისმა შემოქმედებამ ელექტრონული მუსიკას მოიცვა. მას გამოცემული აქვს ორი სოლო ალბომი, The Eraser (2006) და Tomorrow's Modern Boxes (2014). მუსიკის გარდა, იორკი პოლიტიკური აქტივისტია, იბრძვის ადამიანთა უფლებების და ეკოლოგიის დასაცავად და საომარი მოქმედებების წინააღმდეგ.

2002 წელს ჟურნალმა Q იორკი დაასახელა მუსიკაში რიგით მეექვსე ყველაზე გავლენიან ფიგურად[2], ხოლო Rolling Stone-მა Radiohead - 73 პოზიციაზე ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში. Blender-ისა და MTV2-ის 2005 წლის გამოკითხვაში ყველა დროის უდიდესი მომღერლების შესახებ იორკმა დაიკავა მე-18 პოზიცია.[3] 2008 წელს იგი Rolling Stone-ის ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერლის იაში 66-ე ადგილს იკავებდა.[4] 2012 წელს იორკი და Radiohead გამოჩნდნენ Rolling Stone-ის გარეკანზე და დასახელდნენ „ყველა დროის ყველაზე ექსპერიმენტულ ჯგუფად“.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ტომ იორკის ცხოვრება დაბადებიდანვე ტრაგედიით დაიწყო. მას ხუთი ქირურგიული ოპერაციის გადატანა მოუხდა ადრეულ ასაკში, რათა მარცხენა პარალიზებული თვალის კორექტირება მომხდარიყო, რაც დეფექტად დაჰყვა მას. მომღერლის განცხადებით, ბოლო ოპერაცია ცუდად ჩატარდა, რამაც მხედველობა თითქმის დაუკარგა მარცხენა თვალში; მართალია ხელოვნური კუნთის ჩასმის შემდეგ იორკმა თვალი გაახილა, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი დარჩა (ქუთუთოს დაბლა დაწევის გამო მისი მარცხენა თვალი ვიწროდ მოჩანს).

ტომის მამა ქიმიური დანადგარების გამყიდველი იყო, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევდა მოგზაურობა. საბოლოოდ, იორკები ოქსფორდშირში დასახლდნენ. შვიდი წლის ტომს პირველი გიტარა აჩუქეს და მანაც ჯგუფის Queen გიტარისტ ბრაიან მეის საშემსრულებლო სტილით შთაგონებულმა როკ-ჯგუფის შექმნა განიზრახა. ათი წლის ასაკში იგი პირველად შეუერთდა ჯგუფს ებინგდონის ვაჟთა საჯარო სკოლაში — ადგილას სადაც იგი მომავალი Radiohead-ის წევრებს — ედ ო’ბრაიენს, ფილ სელუეის, კოლინ გრინვუდსა და მის უმცროს ძმას — ჯონის შეხვდა.

ჯგუფს, რომელსაც On A Friday დაარქვეს (სახელწოდება დაკავშირებულია კვირის იმ ერთადერთ დღესთან როდესაც ბიჭებს სკოლის მუსიკალურ დარბაზში რეპეტიციის უფლება ჰქონდათ) მათივე სკოლის მუსიკის მასწავლებელი ტერენს გილმორ-ჯეიმსი აძლევდა სტიმულს. იორკის თქმით, სკოლის აუტანელი გარემოს გავლენისგან მხოლოდ მუსიკალური განყოფილება იცავდა, რომელშიც არაერთი საათი გაუტარებიათ მომავალი Radiohead-ის წევრებს დაუღალავ რეპეტიციებსა და ვარჯიშში. დასაწყისში ტომი მხოლოდ გიტარას უკრავდა და კომპოზიტორობაში ხელოვნდებოდა. ექსეტერის უნივერსიტეტში სწავლისას (ოქსფორდი), სახვითი ხელოვნებისა და ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე, იორკი პარალელურად დიჯეიდ მუშაობდა ერთ-ერთ კლუბში, სადაც რამდენიმე ჯგუფთან ერთად დუეტშიც უკრავდა. ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მეორე კურსზე იგი პირველად გაეცნო კომპიუტერულ ტექნიკას და აქვე შეხვდა ჯგუფის მომავალ დიზაინერს სტენლი დონვუდს. სტენლისთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას იორკი ხშირად ხმარობს მეტსახელებს (მაგ:. „თეთრი შოკოლადის ფერმა“ და „თჩოკი“). წლების შემდეგ იორკმა სწორედ დონვუდთან ერთად მოიპოვა გრემი ალბომის საუკეთესო ყდისთვის.

19 წლის ასაკში იორკი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. თავად ტომი უვნებლად დარჩა, მისმა მეგობარმა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სწორედ ამას უკავშირდება იორკის ფობია მანქანების მიმართ, რაც ცხადად ჩანს სიმღერებში „Airbag“, „Killer Cars“ და „Stupid Car“. ჯგუფი On A Friday 1991 წელს განახლა, როდესაც სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაფანტულმა წევრებმა სწავლების კურსი დაასრულეს, რის შედეგადაც ჯგუფის სახელწოდება შეცვალეს — Radiohead და ხმის ჩამწერ კომპანიასთან EMI კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

Radiohead

Radiohead-ის პირველი წარმატება სიმღერამ „Creep“ მოუტანა (სადებიუტო ალბომი Pablo Honey), რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, „Creep“ ექსეტერის უნივერისტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად Radiohead დაჩრდილა. ტომი გრძნობდა როგორ ჰიტდებოდა მისი შექმნილი სიმღერა, მაგრამ გრძნობდა იმასაც, რომ ამით არაფერი ემატებოდა Radiohead-ს პროფესიული თვალსაზრისით. ეს განწყობა მან კარგად გამოხატა შემდგომ ალბომში The Bends სადაც სიმღერების შინაარსი ყოველგვარი სიყალბის გარეშე ასახავს გარემოს, რომელშიც Radiohead-ს უწევდა ცხოვრება. იორკი თანდათან უახლოვდებოდა საზოგადო თემებს, რაც კარგი წინაპირობა იყო იმისთვის რომ უფრო მეტი ყურადღებით მოპყრობოდნენ მისი ჯგუფის შემოქმედებას.

1997 წელს ჩაწერილმა ალბომმა OK Computer მასმედიის თითქმის ყველა საშუალების ყურადღება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა რომ OK Computer-მა ჯგუფი მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა, მანვე დააჩქარა დეპრესია, რომელიც პოპოულარობის შედეგად დაეუფლა ტომ იორკს. დერპრესიის კლინიკური ნიშნები კარგად წარმოჩნდა Radiohead-ზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „Meeting People Is Easy“. იორკმა ბევრ ინტერვიუში აღნიშნა, თუ როგორ სძულდა ის „მითური“ სტატუსი, რომელიც სტერეოტიპად დაჰყვებოდა ყველა როკ-მომღერალს — მასზე ყოველთვის გამაღიზიანებლად მოქმედებდა მედიის მომაბეზრებელი ინტერესი სხვადასხვა სახის შოუს, იგივე დადგმული სპექტაკლის მიმართ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული Radiohead-ის ყოველი წევრი გრძნობდა თუ როგორ ხდებოდა საზოგადოებისთვის მათი პიროვნება გაცილებით უფრო საინტერესო, ვიდრე მათ მიერ შექმნილი ხელოვნება; და რაც ყველაზე მეტად იყო სამწუხარო — ისინი იძულებული იყვნენ იმ გარემოში ეცხოვრათ, რომელსაც ყველაზე დიდი ზიზღით აკრიტიკებდნენ.

დაგროვილმა პროტესტის გრძნობამ სტილის რადიკალურად შეცვლისკენ უბიძგა იორკს თავისივე მეგობრებთან ერთად, რაც შემდგომში ალბომების Kid A და Amnesiac (2000—2001) სახით წარმოუდგა მუსიკალურ სამყაროს. ხელოვნების საზღვრების გაფართოებამ, რაც ელექრონიკის, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის სინთეზში გამოიხატა, კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა Radiohead-ს. თუმცა-ღა მათ გვერდით იყვენენ ისინიც, ვინცRadiohead-ის ადერეულ სტილს იწონებდა და ალტერნატიული/ბრიტპოპ მიმართულებისკენ მოუწოდებდა საყვარელ ჯგუფს, ისევე როგორც ბრიტანული ბენდები Coldplay, [Travis] და Muse აკეთებდნენ. იორკი დღემდე არავის უგდებს ყურს და მხოლოდ თავისი პრინციპებით მოქმედებს. მისი იდეოლოგია და ის დამახასიათებელი ასპექტები, რომლებიც პერიოდულად თანსდევენ, ყოველთვის კვალს ტოვებს Radiohead-ის განვითარების თითოეულ ეტაპზე. თავად ჯგუფის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთ ხელოვნებასთან ერთად იზრდებოდნენ; იორკმაც ცხოვრებისეული გამოცდილების დიდი ნაწილი სწორედ სტუდიური სესიებისა და ცოცხალი კონცერტების მსვლელობისას მიიღო. შედეგად, ბოლო ალბომში Hail to the Thief მომღერალი უკვე იმ შეშფოთებას ასახავს, რაც თავისი შვილების მომავალთან დაკავშირებით აწუხებს. ეს ნამუშევარი დღემდე ვერ იშორებს იარლიყს, რომელიც მას ბუშის საწინააღმდეგო პროპაგანდასთან აკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტომმა ბევრჯერ უარყო ალბომის პოლიტიკური სარჩული.

იორკი ირწმუნება, რომ მას არასოდეს მოუსმენია Radiohead-ის ალბომებისთვის ჩაწერის შემდეგ: „მათს მოსმენას მხოლოდ მაშინ გავბედავ როცა ნორმალურ სამყაროში ვიცხოვრებთ. მე მეშინია მათი. მირჩევნია რაღაც ახალი გავაკეთო და შემდეგ დავივიწყო ის, რათა სხვა სიახლის შექმნა დავიწყო.“

სოლო ნამუშევრები

ტომ იორკის სოლო-ალბომი The Eraser (2006 წლის ივლისი), რომლის პროდიუსერიც ნაიჯელ გოდრიჩი და დიზაინერი სტენლი დონვუდი იყო, გაცილებით მეტ გასაქანს იძლევა ელექტრონიკაში და მელოდიურობის ხაზსაც არ კარგავს. იორკმა ალბომის გამოშვებისთანავე უარყო ხმები მისი ჯგუფიდან წასვლის თაობაზე: „არ გინდათ ბოდვა ჩემი მოღალატეობის თუ რაღაც სისულელეების შესახებ, რაც ყველაფერ ამ ბლა ბლა ბლას გამოიწვევს… ყველაფერი მათი [Radiohead-ის წევრების] ნება-სურვილით მოხდა.“ The Eraser-მა #3 ადგილს მიაღწია ბრიტანულ ჩარტში. აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მეორე გახდა, რის შემდეგაც ირლანდიურ ჩარტშიც კი თავისი პოზიცია დაიმკვიდრა — #9. ალბომი ნომინირებულ იქნა მერკურის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, სადაც ჯგუფთან Arctic Monkeys დამარცხდა. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე როგორც „წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი.“

მუსიკალური ხედვა

ტომ იორკის ვოკალურ მახასიათებლებში მისი მაღალი ფალცეტია აღსანიშნავი, რაც ყველაზე კარგად გამოხატულია სიმღერებში „Fake Plastic Trees“, „Paranoid Android“ და „Like Spinning Plates“; ასევე მისი უნარი აიღოს მაღალი აკორდები„Creep“, „Exit Music (For a Film)“ „Let Down“. ალბომის The Bends ჩაწერაზე დიდი გავლენა მოახდინა ჯეფ ბაკლის კონცერტმა, რომლის ხილვის შემდეგ წარმოქმნილმა შთაბეჭდილებამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა ტრეკში „Fake Plastic Trees“. მიუხედავად ამისა, იორკი თავის ხმას ლამაზად სულაც არ მიიჩნევს და ამბობს რომ მისი ვოკალი „საოცრად დამჟავებულია.“ ცოცხალი კონცერტების დროს ხშირად მიმართავს სხვადასხვა სტილს — ტრეკის „Paranoid Android“ შუა ნაწილი, სადაც ბოლო ხმაზე გაჰყვირის, ასევე ნახევრად-მოლაპარაკე ხმა სიმღერებში „Myxomatosis“ და „A Wolf at the Door“. იორკის საშემსრულებლო სტილის კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხი სიტყვების „ჩაყლაპვაა“, რაც ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის ლირიკის გაგებას. ალბომებს Kid A და Amnesiac არ დართვიათ ოფიციალური სასიმღერო ტექსტი — ეს მსმენელის ფანტაზიას გასაქანს აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოიდგინოს მათში შესული სიმღერები.

იორკი მუსიკალური ინსტრუმენტებიდან ელექტრო გიტარას, აკუსტიკურ გიტარას და პიანინოს იყენებს; ასევე შეუსრულებია დოლისა და ბას-გიტარის პარტიები. ტომმა, ისევე როგორც Radiohead-ის წევრთა უმრავლესობამ, ნოტების კითხვა არ იცის. მისი თქმით, ნებისმიერი ცდა, ნოტებით დაეკრა, სრულიად უნაყოფო აღმოჩნდა მისთვის. მას არაერთხელ ირონიულად მოუხსენებია საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობა პიანინოსა და გიტარაზე — „რომ იცოდეთ რა საცოდავად ვუკრავ პიანინოზე. სულ ტომ უეითსის სიტყვები მახსენდება, თუ როგორ თქვა მრავალი წლის წინ — კომპოზიტორობისკენ მხოლოს იმ ინსტრუმენტების არცოდნამ მიბიძგა, რომელზედაც ვუკრავდიო. ჩემთვის ეს ყველაფერი დიდ სიახლეს წარმოადგენს — ამიტომაც გადავვარდი კომპიუტერებსა და სინთეზატორებში — წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავუკრა ინსტრუმენტებზე.“ ალბომში Kid A იორკს ელექტრონული ელემენტების შემოტანისას პროგრამირებულ „ბითებსა“ და „სემპლერზე“ მოუწია მუშაობა. ამასთან დაკავშირებით აღნიშნა კიდეც რომ კუსტიკურ გიტარაზე უკეთ „ლეპტოპზე“ დაკვრა ეხერხებოდა. სოლო-ალბომშიც ტრადიციულ პიანინოსა და გიტარასთან ერთად იგივენაირ ხერხებს იყენებს.

რაც შეეხება მუსიკალურ გავლენას, ტომ იორკის სტილის ჩამოყალიბებაზე დიდი როლი ითამაშეს ჯაზ-კომპოზიტორმა და ბასისტმა ჩარლზ მინგესმა და ნეილ იანგმა, ასევე მომღერალმა სკოტ უოლკერმა. ელექტრონიკის მხრივ, ჯგუფმა Can. ადრეული Radiohead-ის და, კერძოდ, იორკის შემოქმედებაზე გავლენა ჰპოვეს ჯგუფებმა Joy Division, Magazine, Elvis Costello, The Smiths და Sonic Youth. სტუდენტობის დროინდელი მომღერლის კუმირები კი იყვნენ Pixies და R.E.M.

პირადი ცხოვრება/აქტივიზმი

ტომ იორკს ჰყავს ძმა — ენდი — ჯგუფის Unbelievable Truth ექს-ვოკალისტი. ამჟამად ტომი ოქსფორდის ცენტრში ცხოვრობს თავისივე მეგობარ გოგონასთან რეიჩელ ოუენთან (ინგლ. Rachel Owen) ერთად. რეიჩელი ხელოვნების ისტორიაში დოქტორის ხარისხს ფლობს და ტომთან ორი შვილი — ნოე (ინგლ. Noah დაიბადა 2001 წელს და მიეძღვნა Radiohead-ის ალბომი Amnesiac) და აგნესა (ინგლ. Agnes დაიბადა 2004 წელს და მიეძღვნა იორკის სოლო-ალბომი The Eraser) ჰყავს.

იორკი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ეკოლოგიურ ორაგანიზაციათა ქსელურ გაერთიანებაში Friends of the Earth და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისთვის იბრძვის. 2005 წლიდან იგი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. ასევე ცნობილია როგორც ანტი-გლობალისტი, რომელიც სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობებისთვის იბრძვის. მისი ანტი-გლობალისტური იდეოლოგია ადამიანის უფლებათა დაცვაში ვლინდება, სადაც მეტწილად ომების დამანგრეველი შედეგების წინააღმდეგ ქადაგებს. ამ მიზნით Radiohead-მა მონაწილეობა მიიღო ტიბეტის გათავისუფლებისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტში (1998—1999) და საერთაშორისო ამინისტიის იუბილეზე (2000). იორკი საერთაშორისო ორგანიზაციის Friends of the Earth წამყავნი სახეა და მის მასშტაბურ პროექტში „The Big Ask“ მიიღო მონაწილეობა. ამავე პროექტის ფარგლებში მან თავისი წვლილი შეიტანა საქველმოქმედო კონცერტში (2006), რომელსაც ბრიტანული პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ, (მათ შორის იყო „ტორების“ ლიდერი დეივიდ კამერონი, ვისაც იორკმა თავის დროზე მხარი არ დაუჭირა). ბრიტანული საზოგადოება იორკმა მაშინ განაცვიფრა როდესაც ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრისტონი ბლერის — მიწვევას კლიმატური პრობლემების განსახილველად უარით შეხვდა, იმ მიზეზით რომ „ბლერი არ ფლობდა სრულფასოვან ინფორმაციას ეკოლოგიურ საკითხებზე“.

ბუნების დაცვისადმი სწრაფვა იორკის ცხოვრების სტილშიც შესამჩნევია — იგი დიდი ხანია რაც ვეგეტარიანელია. მისი ბოლოდროინდელი განცხადება ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას უკავშირდება, იგი, მისივე თქმით, მუსიკალური ინდუსტრიის დამსახურებაცაა, ამიტომ Radiohead ტურნეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს თუ ნახშირბადის გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირდება.

დისკოგრაფია

Radiohead

სოლო

Atoms for Peace

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • The Eraser: იორკის სოლო-ალბომის გვერდი

სქოლიო

  1. Pelly, John. (2 September 2014) Thom Yorke Confirms That He Was Sisi BakBak, Mysterious SBTRKT Remixer. Pitchfork. ციტირების თარიღი: 9 September 2014.
  2. „Bono is most powerful music star“. London: Dailymail.co.uk. ციტირების თარიღი: 17 October 2011.
  3. Blender Magazine's 22 Greatest Voices. Amiannoying.com. ციტირების თარიღი: 17 October 2011.
  4. „100 Greatest Singers of All Time“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 21 February 2009.

Read other articles:

There are 4,466 hospitals in Mexico. 67% of hospitals are private and the remaining 33% are public. The most important public hospital institutions are the Secretariat of Health (Secretaria de Salud), Mexican Social Security Institute (IMSS) and Institute for Social Security and Services for State Workers (ISSSTE). These form an integral part of the Mexican healthcare system. This is a list of hospitals in Mexico. This list is incomplete; you can help by adding missing items. (August 2008) M...

 

 

1852 1863 Élections législatives françaises de 1857 283 députés 21 juin et 5 juillet 1857 Type d’élection Élections législatives Corps électoral et résultats Inscrits 9 495 955 Votants 6 136 664   68,09 %  3,5 Votes exprimés 6 043 747 Blancs et nuls 92 917 Bonapartistes – Charles de Morny Voix 5 471 888 97,53 %   0,6 Députés élus 276  23 Opposition – Michel Goudcha...

 

 

Hospital in British Columbia, CanadaKelowna General HospitalInterior HealthCentennial Building entrance to Kelowna General HospitalLocation in British ColumbiaGeographyLocation2268 Pandosy StreetKelowna, British Columbia, CanadaV1Y 1T2Coordinates49°52′23″N 119°29′39″W / 49.87306°N 119.49417°W / 49.87306; -119.49417OrganisationCare systemInterior HealthTypeGeneral, teachingAffiliated universityUBC Faculty of Medicine and UBC Okanagan School of NursingService...

En électrocinétique, un circuit RLC est un circuit linéaire contenant une résistance électrique, une bobine (inductance) et un condensateur (capacité). Il existe deux types de circuits RLC, série ou parallèle selon l'interconnexion des trois types de composants. Le comportement d'un circuit RLC est généralement décrit par une équation différentielle du second ordre (là où des circuits RL ou circuits RC se comportent comme des circuits du premier ordre). À l'aide d'un générat...

 

 

Biografi ini tidak memiliki sumber tepercaya sehingga isinya tidak dapat dipastikan. Bantu memperbaiki artikel ini dengan menambahkan sumber tepercaya. Materi kontroversial atau trivial yang sumbernya tidak memadai atau tidak bisa dipercaya harus segera dihapus.Cari sumber: Ma'moen Al Rasyid – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Biografi ini memerlukan lebih banyak catata...

 

 

Castle in Hamun County, Sistan and Baluchestan Province, Iran Rostam Castleقلعه رستمGeneral informationTypeCastleArchitectural styleIranian architectureTown or cityHamun CountyCountryIran Rostam Castle, Nain - also referred to as Haozdar Fort - is a castle in the Hamun County, and is one of the attractions of Sistan and Baluchestan Province. This castle was built by the Safavid dynasty-Seljuq dynasty.[1][2][3] Gallery Sources ^ Encyclopaedia of the Iranian Arch...

Map illustrating Virginia's magisterial districts. Independent cities are hatched and do not have magisterial districts. Settlements in Virginia Cities Towns Unincorporated Counties Magisterial Former vte The Commonwealth of Virginia is divided into 95 counties and 38 independent cities, which are considered county-equivalents for census purposes. All counties, with the exception of Arlington County, are further subdivided into magisterial districts.[1] Magisterial districts are defi...

 

 

 烏克蘭總理Прем'єр-міністр України烏克蘭國徽現任杰尼斯·什米加尔自2020年3月4日任命者烏克蘭總統任期總統任命首任維托爾德·福金设立1991年11月后继职位無网站www.kmu.gov.ua/control/en/(英文) 乌克兰 乌克兰政府与政治系列条目 宪法 政府 总统 弗拉基米尔·泽连斯基 總統辦公室 国家安全与国防事务委员会 总统代表(英语:Representatives of the President of Ukraine) 总...

 

 

International airport serving Marseille, France Marseille Provence AirportAéroport Marseille-ProvenceAdvanced Landing Ground (ALG) Y-14IATA: MRSICAO: LFMLSummaryAirport typePublicOperatorMarseille Provence Chamber of Commerce and IndustryServesMarseilleLocationMarignane, Bouches-du-Rhône, FranceOpened22 October 1922; 101 years ago (1922-10-22)Focus city forAir FranceOperating base forRyanairElevation AMSL70 ft / 21 mCoordinates43°26′12″N 05°12′54″E...

Gutka adalah sebuah jenis tembakau kunyah khas India yang dicampur dengan pinang, kapur, parafiin dan bahan lainnya. Beberapa jenis Gutka juga mengandung bahan beracun atau logam berat timbal, arsenik, krom, nikel dan kadmium. Karena rasanya yang manis atau rasa coklat serta harganya yang sangat murah, Gutka populer di kalangan anak-anak yang juga mengunyahnya bahkan memakannya. Lima juta anak India telah kecanduan Gutkha, dan angka kecanduan di kalangan anak-anak meningkat rata-rata 5.000 a...

 

 

Market town and community in Wales This article is about the modern Welsh town. For the medieval cantref, see Buellt. Human settlement in WalesBuilth WellsWelsh: Llanfair-ym-MualltBridge over the River Wye at Builth WellsBuilth WellsLocation within PowysPopulation2,568 (2011)[1]OS grid referenceSO035505CommunityBuilthPrincipal areaPowysPreserved countyPowysCountryWalesSovereign stateUnited KingdomPost townBUILTH WELLSPostcode districtLD2Dialling ...

 

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada November 2022. Jan Rosenthal Informasi pribadiNama lengkap Jan RosenthalTanggal lahir 7 April 1986 (umur 38)Tempat lahir Sulingen, Jerman BaratTinggi 1,85 m (6 ft 1 in)Posisi bermain GelandangInformasi klubKlub saat ini Eintracht FrankfurtNomor 7...

1962 studio album by Dean MartinFrench StyleStudio album by Dean MartinReleased1962RecordedFebruary 1962GenreTraditional pop, lounge music[1]Length35:36LabelRepriseDean Martin chronology Dino: Italian Love Songs(1962) French Style(1962) Cha Cha de Amor(1962) French Style is Dean Martin's first LP for Reprise Records. Recorded during February 1962, it features French-themed popular songs and chansons arranged by Neal Hefti. Among them C'est si bon, which frequently appears on D...

 

 

Not to be confused with Roxelana.The Roman empire under Hadrian (ruled 117–138), showing the location of the Roxolani Sarmatians in the Wallachian plain (Romania) The Roxolani or Rhoxolāni (Ancient Greek: Ροξολανοι Rhoxolānoi, Ρωξολανοι Rhōxolānoi; Latin: Rhoxolānī) were a Sarmatian people documented between the 2nd century BC and the 4th century AD, first east of the Borysthenes (Dnieper) on the coast of Lake Maeotis (Sea of Azov), and later near the borders of Roma...

 

 

Overview of the role of science and technology in Bulgaria Science and technology in Bulgaria is carried out in a variety of institutions, largely dominated by the Bulgarian Academy of Sciences (BAS) and several universities. Dome of the 2-meter RCC telescope at Rozhen Observatory, the largest optical telescope on the Balkans Overview Spending on research and development is low, amounting to 0.78% of GDP,[1] and the bulk of public R&D funding goes to the Bulgarian Academy of Scien...

British politician and editor Susan LawrenceLawrence in 1920Member of Parliament for East Ham NorthIn office21 July 1926 – 27 October 1931Preceded byCharles Williamson CrookSucceeded byJohn MayhewIn office6 December 1923 – 28 October 1924Preceded byCharles Williamson CrookSucceeded byCharles Williamson Crook Personal detailsBornArabella Susan Lawrence(1871-08-12)12 August 1871Died24 October 1947(1947-10-24) (aged 76)NationalityBritishPolitical partyConservative then...

 

 

プリロカイン IUPAC命名法による物質名 IUPAC名 (RS)-N-(2-methylphenyl)-N2-propylalaninamide 臨床データ販売名 シタネストDrugs.com monographMedlinePlus a603026ライセンス EMA:リンク、US Daily Med:リンク胎児危険度分類 AU: A US: B 法的規制 AU: 処方箋薬(S4) US: ℞-only 投与経路 皮下注射薬物動態データ血漿タンパク結合55%代謝肝臓 と 腎臓半減期10-150分、 肝腎�...

 

 

Old Prussian national anthem Borussiaby Gaspare Luigi Pacifico SpontiniLyrics of Borussia written by Johann Friedrich Leopold Duncker Melody Borussia, also known as Chant national prussien, was a patriotic Prussian song. It temporarily held the status of the national anthem. The melody is made by Gaspare Luigi Pacifico Spontini, and the text by Johann Friedrich Leopold Duncker [de].[1] Borussia is a neo-Latin term for Prussia and a female figure as Prussia's allegory in t...

British politician and historian (1834–1902) The Right HonourableThe Lord ActonKCVO DLMember of Parliamentfor BridgnorthIn office25 July 1865 – 1866Serving with John PritchardPreceded byHenry WhitmoreSucceeded byHenry WhitmoreMember of Parliamentfor CarlowIn office19 May 1859 – 25 July 1865Preceded byJohn AlexanderSucceeded byThomas Stock Personal detailsBornJohn Emerich Edward Dalberg-Acton10 January 1834Naples, Two SiciliesDied19 June 1902(1902-06-19) (ag...

 

 

Cet article est en cours de réécriture ou de restructuration importante (1er juillet 2024). Un utilisateur prévoit de modifier cet article pendant plusieurs jours. Vous êtes invité(e) à en discuter en page de discussion et à participer à son amélioration de préférence en concertation pour des modifications de fond.Bandeau apposé par Bernard Botturi (d · c) le 1 juillet 2024. National Association for the Advancement of Colored PeopleLes dirigeants de la NAACP e...