ტიმ უოლცი

ტიმ უოლცი
Tim Walz
ტიმ უოლცი Tim Walz
მინესოტის 41-ე გუბერნატორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა7 იანვარი, 2019
წინამორბედიმარკ დეიტონი

პალატის ვეტერანთა საქმეთა კომიტეტის რანგის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2019 – 3 იანვარი, 2017
წინამორბედიმარკ ტაკანო
მემკვიდრეფილ რო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2007 – 3 იანვარი, 2019
წინამორბედიგილ გუტკნეხტი
მემკვიდრეჯიმ ჰეგედორნი

დაბადებული6 აპრილი, 1964
უესტ-პოინტი, ნებრასკა, აშშ
მოქალაქეობააშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეგვენ უიპლი (მ. 1994)
შვილები2
განათლებაჩადრონის სახელმწიფო კოლეჯი (BS), მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მანკატო (MS)
ხელმოწერა

ტიმოთი ჯეიმზ უოლცი (ინგლ. Tim Walz; დ. 6 აპრილი, 1964, უესტ-პოინტი, ნებრასკა) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ს არმიის გადამდგარი უნტერ-ოფიცერი და ყოფილი მასწავლებელი, 2019 წლიდან მინესოტის 41-ე გუბერნატორი. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კამალა ჰარისმა წარადგინა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი მინესოტიდან 2007-2019 წლებში.

დაიბადა უესტ-პოინტში, ნებრასკაში, სკოლის დამთავრების შემდეგ უოლცი შეუერთდა არმიის ეროვნულ გვარდიას და მუშაობდა სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში და მასწავლებლად.[1] დაამთავრა ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯი ნებრასკაში და შემდგომ, 1996 წელს გადავიდა მინესოტაში. 2006 წელს მინესოტას 1-ლი კონგრესის ოლქში იგი აირჩიეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში, მან დაამარცხა ექვსი ვადით არჩეული და მოქმედი რესპუბლიკელი გილ გუტკნეხტი. იგი განმეორებით ხუთჯერ აირჩიეს, გუბერნატორად არჩევის შემდეგ 2019 წელს გავიდა პენსიაზე. უოლზი წარმოადგენდა სამხრეთ მინესოტას დიდ, ძირითადად სოფლის ნაწილს, რომელიც მდებარეობს აიოვას საზღვართან.

2018 წლის 6 ნოემბერს უოლცი მინესოტას გუბერნატორად აირჩიეს, მან, რესპუბლიკელი კანდიდატი, ჰენეპინის ოლქის კომისარი, ჯეფ ჯონსონი დაამარცხა.[2] იგი 2022 წლის მინესოტას გუბერნატორის არჩევნებში ხელახლა აირჩიეს, სადაც რესპუბლიკელი კანდიდატი სკოტ ჯენსენი დაამარცხა.[3] 2024 წლის 6 აგვისტოს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.[4][5]

ადრეული ცხოვრება და განათლება

ტიმოთი ჯეიმზ უოლცი 1964 წლის 6 აპრილს[6] უესტ-პოინტში, ნებრასკას შტატში დაიბადა, დარლინ როუზის (ძვ. რეიმანი)[7] და ჯეიმზ ფ. უოლზის, საჯარო სკოლის ადმინისტრატორის, ოჯახში.[8] უოლზი და მისი სამი და-ძმა გაიზარდნენ ვალენტინში, ნებრასკაში, სოფლის თემში შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[9][10] უოლზის საშუალო სკოლაში სწავლის დროს, მამამისს ფილტვის კიბო დაუდგინეს. მეორე კურსზე ყოფნისას მისი ოჯახი გადავიდა ბუტში, ნებრასკაში, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო მისი მშობლების ნათესავებთან.[11]

უოლცმა 1982 წელს ბუტის საშუალო სკოლა დაამთავრა, 25 სტუდენტისგან შემდგარი კლასით.[12] ერთი წლის შემდეგ მამა გარდაეცვალა.[8] 1989 წელს მან სოციალურ მეცნიერებათა განათლებაში ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1995 წელს დააკავეს, რადგან ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს.[13] 2001 წელს უოლცმა მოიპოვა მეცნიერების მაგისტრი საგანმანათლებლო ხელმძღვანელობაში მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მანკატოში.[14]

კარიერა

სწავლება

სკოლის შემდეგ, უოლცი სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში მუშაობდა, ასევე მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში. შემდგომ წავიდა კოლეჯში და მამამისის მსგავსად მასწავლებლის ხარისხი მიიღო. ჩადრონის სახელმწიფო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან შემოთავაზება მიეღო ჩინეთში WorldTeach-ში სამუშაოდ, სადაც 1 წელი გაატარა.[15] დაბრუნების შემდეგ უოლზმა განაგრძო სწავლება ნებრასკაში, ალიანსში, სადაც თავის მეუღლეს, ასევე მასწავლებელს, გვენ უიპლს შეხვდა. ისინი 1994 წელს დაქორწინდნენ, ორი წლის შემდეგ კი საცხოვრებლად გადავიდნენ მანკატოში, მისი მეუღლის მშობლიურ მინესოტას შტატში, სადაც უოლცი გეოგრაფიას ასწავლიდა და მწვრთნელი იყო Mankato West High School-ში. ის ხელმძღვანელობდა ფეხბურთის გუნდს მის პირველ სახელმწიფო ჩემპიონატზე 1999 წელს.[16] 1999 წელს უოლცი დათანხმდა, რომ ყოფილიყო პირველი გეი-სტრეიტის ალიანსის ფაკულტეტის მრჩეველი Mankato West High School-ში.[8] უოლზი და მისი მეუღლე ასევე მართავდნენ Educational Travel Adventures-ს, რომელიც აწყობდა ზაფხულის საგანმანათლებლო მოგზაურობებს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩინეთში.[17]

სამხედრო სამსახური

უოლცი არმიის ეროვნული გვარდიის საბაზისო წვრთნის დროს 1981 წლის ზაფხულში ფორტ ბენნინგში, ჯორჯია.

მამის წახალისებით, უოლცი 17 წლის ასაკში ეროვნულ გვარდიაში ჩაირიცხა.[8][10] მამამისი კორეის ომში მსახურობდა, შვილის სწავლის საფასურიც ვეტერანების პროგრამით (G.I. Bill) დაფარა[10] და სურდა მის შვილსაც ჰქონოდა იგივე შესაძლებლობები.[10]

უოლცი 1981 წლის გაწვევის შემდეგ, ეროვნულ გვარდიაში 24 წლის განმავლობაში მსახურობდა.[18] სამხედრო კარიერის განმავლობაში მას ჰქონდა პოსტები არკანზასში, ტეხასში, არქტიკულ წრეში, ნიუ ულმში, მინესოტაში და სხვაგან.[18] იგი ვარჯიშობდა მძიმე არტილერიაში.[18] სამსახურის განმავლობაში მუშაობდა წყალდიდობისა და ტორნადოების შემდეგ კატასტროფებზე რეაგირების განყოფილებაში და თვეების განმავლობაში აქტიურად მსახურობდა საზღვარგარეთ, თუმცა მას ბრძოლა არასოდეს უნახავს.[18] 1989 წელს მან ნებრასკის წლის მოქალაქე-ჯარისკაცის წოდება მოიპოვა.[19] 11 სექტემბრის ტერაქტის შემდგომ იგი ევროპაში გაუშვეს ოპერაცია „მდგრადი თავისუფლების“ (Operation Enduring Freedom) მხარდასაჭერად.[18] უოლცმა სამსახურის ბოლოს მიაღწია სარდლობის სერჟანტის მაიორის წოდებას, მაგრამ 2005 წელს პენსიაზე გავიდა, როგორც მასტერ სერჟანტი, რადგან მან ვერ დაასრულა კურსი აშშ-ს არმიის სერჟანტთა მთავარ აკადემიაში.[18]

სქოლიო

  1. About en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-30
  2. Coolican, J. Patrick (November 6, 2018). „Tim Walz defeats Jeff Johnson in high-stakes election for Minnesota governor“. Star Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2020. ციტირების თარიღი: November 6, 2018.
  3. WCCO Staff. (8 November 2022) Gov. Walz wins against challenger Dr. Scott Jensen en-US. ციტირების თარიღი: 2022-11-09
  4. LeBlanc, Aditi Sangal, Paul. (August 6, 2024) The latest on the 2024 presidential campaign | CNN Politics. ციტირების თარიღი: August 6, 2024.
  5. Epstein, Reid J. (2024-08-06). „Tim Walz Is Said to Be Kamala Harris’s Choice for Vice President: Live Election Updates“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-08-06.
  6. Jackson, Jazzmine; Callaghan, Peter (July 24, 2024). „Who is Tim Walz, one of Kamala Harris' top contenders for Vice President?“. MinnPost. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
  7. „Butte girl is wed today in church rite“. Norfolk Daily News. August 9, 1955. p. 4. ციტირების თარიღი: 2024-07-28.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Coolican, J. Patrick (October 14, 2018). „Tim Walz's campaign for Minnesota governor aiming to bridge the great divide“. Star Tribune. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
  9. Morton, Joseph (November 8, 2018). „Tim Walz, a Nebraska native, elected governor of Minnesota“. Omaha World-Herald. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Bakst, Brian (October 27, 2022). „Minnesota governor hopefuls take small-town roots into big-time showdown“. Minnesota Public Radio. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
  11. „CSC graduate elected to Congress“. Chadron State College. November 14, 2006. ციტირების თარიღი: 31 July 2024.
  12. Freedman, Samuel G. (2007-04-25). „Congressman, Teacher, Soldier, and He's Back in Town for a Visit“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2024-07-28.
  13. https://www.thedailybeast.com/meet-tim-walz-harris-vp-pick-who-first-called-trump-weird
  14. Tim Walz's Biography. ციტირების თარიღი: September 26, 2022
  15. Friedrichsen, Shaun; Friedrichsen, Kathryn (November 22, 2023). „Blast From The Past“. The Alliance Times-Herald.
  16. Smith, Cam (2019-01-08). „New Minnesota governor Tim Walz was a state champion football coach at Mankato (Minn.) West HS“ (en-US). https://usatodayhss.com/2019/new-minnesota-governor-tim-walz-was-a-state-champion-football-coach-at-mankato-minn-west-hs.
  17. Case, Charles (January 30, 2007). „The accidental politician“. The Hill.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Brian Bakst, 'Citizen soldier' Walz honed leadership in uniform დაარქივებული July 11, 2021, საიტზე Wayback Machine. , Minnesota Public Radio News (October 3, 2018).
  19. Meet MN Governor and Lt. Governor Candidates Tim Walz and Peggy Flanagan (July 28, 2018). ციტირების თარიღი: April 14, 2021

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Januari 2023. Santo Porfiri dari GazaFresko dalam sebuah monasteri di Afon, Yunani.Uskup dan Pengaku ImanLahirs. 347Thessalonica, Yunani[1]Meninggal26 Februari 420Gaza, Kekaisaran BizantiumDihormati diGereja Ortodoks TimurGereja Ortodoks OrientalGereja Katol...

 

أوسوالدو بايا   معلومات شخصية الميلاد 29 فبراير 1952  الوفاة 22 يوليو 2012 (60 سنة) [1]  بايامو  سبب الوفاة حادث مرور  مواطنة إسبانيا[2] كوبا  الحياة العملية المهنة سياسي،  وناشط حقوقي،  ومؤسس  [لغات أخرى]‏  اللغات الإسبانية  الجوائز جائزة سخا�...

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Mopait, Lolayan, Bolaang Mongondow – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR MopaitDesaNegara IndonesiaProvinsiSulawesi UtaraKabupatenBolaang MongondowKecamatanLolayanKode pos95771Kode Kem...

American curator Frederic A. Lucas in 1911 Frederic Augustus Lucas (March 25, 1852 – February 9, 1929) was a zoologist and taxidermist who served as a curator of the Brooklyn Museum and director of the American Museum of Natural History. He was an expert on the osteology and anatomy of birds. Biography The son of Augustus Henry, a merchant seaman who was captain of a sailing vessel, he accompanied his father on two long voyages, the first (1861-1862) at the age of 9 and the second (1869-187...

 

Duchess consort of Saxe-Coburg and Gotha Marie of WürttembergPastel portrait around 1850, Schloss CallenbergDuchess consort of Saxe-Coburg and GothaTenure23 December 1832 – 29 January 1844Born(1799-09-17)17 September 1799CoburgDied24 September 1860(1860-09-24) (aged 61)Schloss Friedenstein, GothaBurialFriedhof am Glockenberg [de], CoburgSpouse Ernest I, Duke of Saxe-Coburg and Gotha ​ ​(m. 1832; died 1844)​NamesAntoinette Fr...

 

For similarly titled films, see Jinn (disambiguation). 2013 Emirati filmDjinnTheatrical release posterDirected byTobe HooperWritten byDavid TullyProduced byDaniela TullyTim SmytheStarringKhalid LaithRazane JammalCinematographyJoel RansomEdited byAndrew CohenMark StevensMusic byBC SmithProductioncompaniesImage NationFilmWorksRelease date 25 October 2013 (2013-10-25) (Abu Dhabi Film Festival) Running time85 minutesCountryUnited Arab EmiratesLanguagesArabicEnglishBudgetUS$5 mi...

Questa voce sull'argomento centri abitati del Mato Grosso è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Várzea Grandecomune Várzea Grande – Veduta LocalizzazioneStato Brasile Stato federato Mato Grosso MesoregioneCentro-Sul Mato-Grossense MicroregioneCuiabá AmministrazioneSindacoLucimar Sacre de Campos (Democratici) TerritorioCoordinate15°38′59″S 56°07′52″W / 15.649722°S 56.131111°W-15.649722; -56.131111...

 

American politician (born 1938) Buck McKeonChair of the House Armed Services CommitteeIn officeJanuary 3, 2011 – January 3, 2015SpeakerJohn BoehnerPreceded byIke SkeltonSucceeded byMac ThornberryRanking Member of the House Armed Services CommitteeIn officeJune 9, 2009 – January 3, 2011LeaderJohn BoehnerPreceded byJohn McHughSucceeded byAdam SmithRanking Member of the House Education and Labor CommitteeIn officeJanuary 3, 2007 – June 9, 2009LeaderJohn BoehnerPr...

 

PendetaRaphael Warnock Senator Amerika Serikat dari GeorgiaPetahanaMulai menjabat 20 Januari 2021Menjabat bersama Jon OssoffPendahuluKelly LoefflerPenggantiPetahana Informasi pribadiLahirRaphael Gamaliel Warnock23 Juli 1969 (umur 54)Savannah, Georgia, A.S.Partai politikDemokratSuami/istriOulèye Ndoye ​ ​(m. 2016; c. 2020)​Anak2PendidikanMorehouse College (BA)Seminari Teologi Union (MDiv, MPhil, PhD)Situs webSitus kampanye Infor...

Si ce bandeau n'est plus pertinent, retirez-le. Cliquez ici pour en savoir plus. Cet article ne cite pas suffisamment ses sources (mai 2019). Si vous disposez d'ouvrages ou d'articles de référence ou si vous connaissez des sites web de qualité traitant du thème abordé ici, merci de compléter l'article en donnant les références utiles à sa vérifiabilité et en les liant à la section « Notes et références ». En pratique : Quelles sources sont attendues ? Comme...

 

College in Tallahassee, Florida Dedman College of HospitalityDedman College of Hospitality is located in University Center B at FSU's Doak Campbell Stadium.TypePublicEstablished1947DeanDon Farr (Director)LocationTallahassee, Florida, U.S.30°26′14.1″N 84°18′12.1″W / 30.437250°N 84.303361°W / 30.437250; -84.303361Websitewww.dedman.fsu.edu The Dedman College of Hospitality is located in Tallahassee, Florida at Florida State University. The College was founded ...

 

1960 single by Andy StewartDonald Where's Your Troosers?Cover of the 2011 Best Of albumwhich included the songSingle by Andy Stewartfrom the album A Scottish Soldier Released1960, 1989 (reissue)GenreComic song, Music of ScotlandLength3:17LabelEMI Top RankSongwriter(s)Andy Stewart, Neil GrantProducer(s)Robert Wilson Donald Where's Your Troosers? is a comic song about a Scotsman who wears a kilt rather than trousers. It was written by Andy Stewart with music by Neil Grant. When performed by And...

Ini adalah nama Maluku, (Ambon), marganya adalah Titaley Bram AcehBram Aceh dalam salah satu sampul albumnyaLahir(1913-03-04)4 Maret 1913Kutaraja, Aceh, Hindia BelandaMeninggal8 Mei 2001(2001-05-08) (umur 88)Jakarta, IndonesiaPekerjaanPenyanyiOrang tuaPaulus Titaley, Vientje Bram Titaley, atau dikenal sebagai Bram Aceh, (4 Maret 1913 – 8 Mei 2001) adalah penyanyi keroncong berdarah Ambon, Indonesia,. Ia dikenal sebagai Si Buaya Keroncong dan Bapak Keroncong Indonesia.[...

 

Theoretical film criticism derived from feminist theory and politics Feminist film theory is a theoretical film criticism derived from feminist politics and feminist theory influenced by second-wave feminism and brought about around the 1970s in the United States. With the advancements in film throughout the years feminist film theory has developed and changed to analyse the current ways of film and also go back to analyse films past. Feminists have many approaches to cinema analysis, regardi...

 

River in Tibet, Nepal, and India This article possibly contains original research. Please improve it by verifying the claims made and adding inline citations. Statements consisting only of original research should be removed. (October 2021) (Learn how and when to remove this message) KoshiNepali: कोशी, koshī, Hindi: कोसी, kosīView of Koshi Bridge and Koshi River from Saptari, NepalMap showing Koshi TributariesLocationCountryChina, Nepal, IndiaStateTibet Autonomous Region, Ko...

For the transit system in Hiroshima, Japan, see Astram Line. This article's plot summary may be too long or excessively detailed. Please help improve it by removing unnecessary details and making it more concise. (July 2021) (Learn how and when to remove this message) 2006 Indian filmAstramDirected bySuresh KrishnaWritten byParuchuri Brothers (Dialogues)Story byJohn Matthew MatthanProduced byRaju HarwaniStarringVishnu ManchuAnushka ShettyJackie ShroffRahul DevCinematographyB. BalamuruganEdite...

 

Jean-Pierre JabouilleJabouille pada 2012Lahir(1942-10-01)1 Oktober 1942Paris, Pendudukan Jerman di PrancisMeninggal2 Februari 2023(2023-02-02) (umur 80)Karier Kejuaraan Dunia Formula SatuKebangsaanPrancisTahun aktif1974–1975, 1977–1981TimFrank Williams Racing Cars, Surtees, Tyrrell, Renault, LigierJumlah lomba55 (49 start)Juara Dunia0Menang2Podium2Total poin21Posisi pole6Lap tercepat0Lomba pertamaGrand Prix Prancis 1974Menang pertamaGrand Prix Prancis 1979Menang terakhirGrand Prix Au...

 

Cet article est une ébauche concernant un footballeur anglais. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Pour les articles homonymes, voir Keane. Will Keane Keane avec Hull City en 2016. Situation actuelle Équipe Preston North End Numéro 7 Biographie Nom William David Keane Nationalité Britannique Irlandais Nat. sportive Irlandais Naissance 11 janvier 1993 (31 ans) Stockport (Angleterre) Taille 1,...

AllsvenskanSäsong1992VinnareAIK (9:e SM-titeln)GrundserievinnareIFK Norrköping (12:e allsvenska titeln)NedflyttadeDjurgårdens IF (via Kvalsvenskan) Gais (via Kvalsvenskan)Champions LeagueAIKUefacupenIFK Norrköping Östers IFStatistikBästa målgörareHans Eklund, Östers IF (16)Största hemmavinstÖster 9–0 Gais(12 juli 1992)Största bortavinstGais 0–3 Norrköping(19 juli 1992)Målrikaste matchÖster 9–0 Gais(12 juli 1992)← 1991 1993 → AIK Göteborg Västra Fr�...

 

زلاتوستوفسك الإحداثيات 52°57′50″N 133°35′48″E / 52.963888888889°N 133.59666666667°E / 52.963888888889; 133.59666666667   تاريخ التأسيس 1891  تقسيم إداري  البلد روسيا[1][2]  خصائص جغرافية ارتفاع 693 متر  عدد السكان  عدد السكان 1919 (1959)[3]1523 (1970)[4]1234 (1979)[5]1253 (1989)[6]856 (200...