ტიბეტური ენები — ტიბეტურ-ბირმული ენების იმ ნაწილის გაერთიანება, რომელზეც საუბრობენ ტიბეტელები. ამ ჯგუფის ენები გავრცელებულია აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში და ინდოეთის სუბკონტინენტზე. მისი გავრცელების ტერიტორია მოიცავს: სიკიმს, ტიბეტს, ცინხაის, სიჩუანს, ქაშმირს, ბალტისტანს, ბჰუტანს და ნეპალს. ტიბეტურ ენებში გამოიყენება ტიბეტური დამწერლობის ფორმები.
ტიბეტის სამი ისტორიული პროვინციის უ-ცანგის, კამის და ამდოს დიალექტები განიხილება ერთ ენად, ხოლო: ძონგკხა, სიკიმიური, შერპების ენა და ლადაკხური ენა მოიაზრებია ცალკე მდგომ ენებად.
ტუბეტურ ენებზე 8 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. ტიბეტური ბუდიზმის გავრცელებასთან ერთად ტიბეტურმა ენამ დაიწყო დასავლეთში შეღწევა. ტიბეტურ ენაზე საუბრობს ასევე დაახლოებით 200 000 ლჰასადან დევნილი, რომლებიც ძირითადად ინდოეთში ცხოვრობენ.
ლიტერატურა
- Beyer, Stephan V. (1992). The Classical Tibetan Language. SUNY Press. ISBN 0-7914-1099-4.
- Denwood, Philip (1999). Tibetan. John Benjamins Publishing. ISBN 90-272-3803-0.
- Denwood, Philip (2007). Roland Bielmeier, Felix Haller (eds.). „Linguistics of the Himalayas and beyond“. Walter de Gruyter: 47–70. ISBN 3-11-019828-2.
რესურსები ინტერნეტში