ტატიანა ქარიმოვა (რუს.Татьяна Акбаровна Каримова, უზბეკ.Tatyana Karimova) — უზბეკი ეკონომისტი და უზბეკეთის პირველი ლედი 1991–2016 წლებში. უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის ქვრივი და უზბეკეთში გავლენიანი პერსონა. ელოდებიან, რომ ქარიმოვა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რუსტამ ინოიათოვთან ერთად აირჩევს უზბეკეთის მომავალ პრეზიდენტს.[1] დამკვირვებლების აზრით, თვითონ ქარიმოვა ამ პოსტის დაკავებას არ მოინდომებს.[1]
ქარიმოვა უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის მეორე ცოლი იყო. ისლამ ქარიმოვის პირველი ცოლი იყო ნატალია კუჩმი. ისინი დაქორწინდნენ 1964 წელს, ხოლო განქორწინდნენ 1960-იანების შუა წლებში.[3] 1967 წელს იგი დაქორწინდა ტატიანაზე.[3] ქორწინების დროისთვის ქარიმოვა მუშაობდა მკვლევრად უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.[3] ახალ ცოლ-ქმარს ეყოლათ ორი შვილი: გულნარა ქარიმოვა (დ. 1972) და ლოლა ქარიმოვ-თილაევა (დ. 1978).
2013 წელს ტატიანა ქარიმოვას და მის უფროს შვილს შორის არსებული საგვარეულო მტრობა Twitter-ში გავრცელდა[4]: გულნარამ დედა „განადგურების“ მცდელობაში დაადანაშაულა, როდესაც ის (გულნარა) ცდილობდა ხელი შეეშალა ბიძამისის, აბკბარალი აბდულაევის დაპატიმრებისათვის.[4] მან ასევე თავისი უმცროსი და ლოლა ჯადოქრობაში დაადანაშუალა.[4] ბრალდებების შემდეგ გულნარას Twitter-ის ანგარიში დაბლოკეს, გარდა ამისა, გავრცელებულია აზრი, რომ ის 2014 წელს საშინაო პატიმრობაშიც კი მოათავსეს.[4][5]
ქარიმოვა ქვეყნის პირველი და ერთადერთი ლედი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ქარიმოვის გარდაცვალებამდე.[1][6] ცნობილია, რომ იგი ჩართული იყო საქველმოქმედო და სახელმწიფოს ფინანსურ საქმეებში,[7] თუმცა, მას დიდი გავლენა გააჩნდა ქმრის სხვა გადაწყვეტილებებზეც.
იმედოვნებენ, რომ ქარიმოვა იქნება ერთ-ერთი, ვინც ქმრის მემკვიდრეს აირჩევს, თუმცა, პირადად იგი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, არ გახდება.[1] გარდა ამისა, ქარიმოვა არის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამ ინოიათოვის ღია მოკავშირე. ინოიათოვი, ქარიმოვასთან ერთად, გარდაცვლილი ისლამ ქარიმოვის მემკვიდრეს აირჩევს.[1]