სფერული ელვა (1965) — მეოთხე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ. ფილმი გადაღებულია იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ, კინოსცენარს ეფუძნება.
ფილმში ბონდი ეძებს ნატოს ორ ატომურ ბომბს, რომელიც მოიპარა კორპორაციამ ’’სპექტრი’’. ეს უკანასკნელი, აშანტაჟებს მსოფლიოს, რათა მას გადასცენ 100 მილიონი ფუნტი - წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჰპირდება ყველას, რომ ბომბები ამოქმედებული იქნება ინგლისის ან აშშ-ს რომელიმე ქალაქში.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლას დიდი წარმატება ხვდა წილად. მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა მისი ჩვენებებიდან შეადგინა 141,2 მილიონი დოლარი, რაც ბევრად აღემატებოდა სამივე წინა ფილმის შემოსავალს.
ფილმს გადაეცა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო, სპეციალური ეფექტებისათვის და სპეციალური ვიზუალური ეფექტებისათვის. მიუხედავად კომერციული წარმატებისა, ფილმმა მწარე კრიტიკა დაიმსახურა.
მუსიკა
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| EON Productions-ის ოფიციალური ფილმები |
|
---|
| არაოფიციალური ბონდიანა | |
---|
|