„მამაკაცი ოქროს პისტოლეტით“ (ინგლ. The Man with the Golden Gun) — მეცხრე ფილმი ჯეიმზ ბონდის შესახებ და რიგით მეორე ფილმი ამ სერიიდან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როჯერ მურმა. ფილმი ეფუძნება იენ ფლემინგის ამავე სახელწოდების წიგნს. იგი გამოვიდა 1974 წელს.
ამ ფილმში ჯეიმზ ბონდს აგზავნიან სოლექსის აგიტატორის მოსაძიებლად - ეს არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მზის ენერგიის აკუმულირება და გამოყენება. ჯეიმზი, აგენტ მერი გუდნაითის დახმარებით ებრძვის ფრანცისკო სკარამანგას - მამაკაცს ოქროს პისტოლეტით. ფილმი სრულდება მათი დუელით.
მამაკაცი ოქროს პისტოლეტით იყო ბონდიანის უკანასკნელი ფილმი, რომელიც გაი ჰამილტონის რეჟისურით გადაიღეს. ფილმი გამოვიდა 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდში, რომელიც იმ დროს აქტუალური თემა იყო. 1974 წლის 14 დეკემბრისათვის, როდესაც ფილმი გამოვიდა, ბრიტანეთი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ამ კრიზისიდან.
კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს კრისტოფერ ლის მიერ შესრულებული სკარამანგას როლი, მაგრამ გააკრიტიკეს როლის შესრულებისადმი მისი კომიკური მიდგომა.
მუსიკა
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| EON Productions-ის ოფიციალური ფილმები |
|
---|
| არაოფიციალური ბონდიანა | |
---|
|