სტივენ სინოტი (ინგლ. Stephen P. Synnott; დ. 1946, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი ასტრონომი და პროგრამა „ვოიაჯერის“ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერი (NASA), კოსმოსური ხომალდების ოპტიკური ნავიგაციის მეთოდების ექსპერტი.[1][2] აღმოაჩინა რამოდენიმე თანამგზავრი: იუპიტერის — მეტისი და თებე; ურანის — პაკი და კრესიდა; ნეპტუნის — ლარისა (განმეორებით) და პროტეუსი.[3][4]
მის სახელს ატარებს ჰენრი ჰოლტის მიერ 1990 წელს აღმოჩენილი მცირე პლანეტა (6154) სტივსინოტი.[1] დამტკიცებული დასახელება მცირე პლანეტების ცენტრის ცირკულარში გამოქვეყნდა 1996 წლის 1 ივლისს (MPC 27347- 27476).[5]
სქოლიო