სპუტნიკი (შექმნილია რუსეთის საერთაშორისო რადიო „რუსეთის ხმა“-სა და საერთაშორისო ინფორმაციის რუსული სააგენტოს რია ნოვოსტის ბაზაზე) — საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო ონლაინ პლატფორმა და რადიოსამსახური, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მთავრობის დადგენილებით შექმნილ საინფორმაციო სააგენტოს რასია სეგოდნა.[1]
სათაო ოფისი განთავსებულია მოსკოვში. რეგიონალური რედაქციები მდებარეობს ვაშინგტონში, კაიროში, პეკინში, სინგაპურში, ლონდონსა და ედინბურგში. „სპუტნიკი“ ყურადღებას ამახვილებს გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. მისი აუდიტორია, როგორც წესი, რუსეთის გარეთ მცხოვრები ადამიანებია.[2] ნიუ-იორკ ტაიმსის შეფასებით, სპუტნიკი მიკერძოებულობისა და დეზინფორმაციის მაღალი დოზით ხასიათდება[3] და ხშირად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას.[4][5][6]
სქოლიო