სპარსეთის ყურის ომის სინდრომი, აგრეთვე ცნობილი როგორც სპარსეთის ყურის ომის დაავადება — ქრონიკული და მულტისიმპტომური დაავადება, რომელიც აღენიშნებათ 1990-1991 წლების სპარსეთის ყურის ომის სამხედრო ვეტერანებს და სამოქალაქო პირებს[1][2][3].
სინდრომი ხასიათდება მწვავე ტკივილებით და ახლავს განსხვავებული სიმპტომები, მათ შორის დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გონებრივი პრობლემები, გამონაყარი და დიარეა. 697 000 ამერიკელ სამხედრო ვეტერანთაგან 250 000[4] მათგანს, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს, აღენიშნებათ აღნიშნული დაავადების სიმპტომები, რომლებმაც სერიოზული შედეგები გამოიწვია[5]. 1995 წლიდან 2005 წლამდე შუალედში, იმ მებრძოლების მდგომარეობა, რომლებიც იბრძოდნენ ზემოაღნიშნულ ომში, გაუარესდა მათთან შედარებით, ვინც ამ ომში მივლენილი არ ყოფილან.
სქოლიო