სარქისიანის კარიერა იწყება ერევნის ელექტრო-ხელსაწყოების ქარხნიდან, სადაც 1975 წლიდან ზეინკლად მუშაობდა[2]. 1979 წელს აირჩიეს სტეფანაკერტის კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ასოციაციის კომიტეტის თავმჯდომარედ. შემდეგ ამავე პარტის ახალგაზრდული ასოციაციის მეორე მდივნად, პირველ მდივნად. ამის შემდეგ სარქსისიანი სტეფანაკერტის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდის სამმართველოს უფროსი ხდება. საბოლოოდ კი სერჟი მთიანი ყარაბაღის რეგიონული კომიტეტის პირველი მდივნის, ჰენრიკ პოღოსიანის თანაშემწე ხდება.
მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებულ დაპირისპირების დროს, სარქისიანი მთიანი ყარაბაღის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ და შემდგომ სომხეთის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. მისი ორგანიზებულია რამდენიმე ბრძოლა მთიანი ყარაბაღის ომში და ითვლება სომხეთის შეიარაღებული ძალების დამფუძნებლად. 1993 წელს გახდა სომხეთის თავდაცვის მინისტრი. 1995 სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ხოლო 1996 ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი გახდა. 1999 წელს რობერტ ქოჩარიანის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ამის შემდეგ გახდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და 2007 წლიდან პრემიერ-მინისტრი.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
სარქისიანი, პრეზიდენტ ქოჩარიანის მხარდაჭერით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სომხეთის პრეზიდენტობის ძლიერ პრეტედენტად განიხილებოდა. არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით სარქისინმა მიღებულ ხმათა 53%-ით, მთავარი მოწინააღმდეგე ლევონ-ტერ პეტროსიანი დიდი უპირატესობით დაამარცხა[3]. შედეგების გამოცხადებამ პეტროსიანის მომხრეთა უკმაყოფილება გამოიწვია. მალე სომხეთის დედაქალაქი არეულობამ მოიცვა. პირველ მარტს ხელისუფლებამ ძალადობრივად დაშალა. დაიღუპა 10 ადამიანი (8 მომიტინგე, 2 პოლიციის თანამშრომელი). ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 20 დღე გაგრძელდა და 201220 მარტს გაუქმდა.
პრეზიდენტი
სერჟ სარქისიანმა საპრეზიდენტო ფიცი 2008 წლის 9 აპრილს, ოპერის შენობაში დადო. თავის მიმართვაში ის აქციებსაც შეეხო და განაცხადა:
„ყველას მოვუწოდებ, ერთად ვეძიოთ შერიგების გზები, სომხეთის მომავლისა და განვითარებისათვის“
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ტიგრან სარქისიანი დანიშნა.
საგარეო პოლიტიკა
სარქისიანმა გააგრძელა 1915 წლის სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლა, ამავდროულად დაიწყო ზრუნვა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
2008 წლის 25 სექტემბერს სარქისიანი ნიუ-იორკში, გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 63-ე სხდომაზე სიტყვით პირველად გამოვიდა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და ხაზი გაუსვა გაეროს ჩარევის აუცილებლობას, შეიარაღებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, მათ შორის მთიან ყარაბაღში. მან ასევე აღნიშნა, თუ აზერბაიჯანის სამხედრო მილიტარიზაცია რამდენად ზრდის ომის რიტორიკას და სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებული დაპირისპირების რისკები[5].
გამოსვლები სარქისინიას რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო 2011 წელს, აქციებს ლეონ ტერ-პეტროსიანი მეთაურობდა
[6][7][8][9].
სარქისიანი პროტესტანტებს პოსტ-საარჩევნო ძალადობის ფაქტების სრულად, ხელმეორედ გამოძიებას დაჰპირდა.