სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა (სერბ.-ხორ. Socijalistička Republika Srbija, Социјалистичка Република Србија) — იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი 6 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი, ამჟამად სერბეთი. მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი. 1963 წლამდე ეწოდებოდა სერბეთის სახალხო რესპუბლიკა. სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო იუგოსლავიის დედაქალაქი ბელგრადი.
ადმინისტრაციული დაყოფა
სერბეთის შემადგენლობაში შედიოდა ორი ავტონომიური მხარე: ვოევოდინა და კოსოვო. სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა დაყოფილი იყო ოლქებად, ოლქები მაზრებად, ხოლო მაზრები თემებად.
ლიტერატურა