სან-მიგელ-დე-ტუკუმანი — ქალაქი ჩრდილოეთ არგენტინაში. ტუკუმანის პროვინციის დედაქალაქი. ბუენოს-აირესიდან დაცილებულია 1.311 კმ-ით. არგენტინის უდიდესი ქალაქი ბუენოს-აირესის, კორდობის, როსარიოს და მენდოსის შემდეგ, ჩრდილოეთ არგენტინის უმთავრესი ქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 527,607 ადამიანს (2009).
ქალაქი 1565 წელს დააარსეს ესპანელმა კონკისტადორებმა, როდესაც ისინი პერუდან ექსპედიციებს აწყობდნენ, ხოლო ამჟამინდელ გეოგრაფიულ ადგილას გადაადგილდა 1685 წელს.
ქალაქი უმნიშვნელოვანესი კომერციული და სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. აწარმოებს შაქრის ლერწამს, თამბაქოს, ბრინჯს, ხილს, რის გამოც ხშირად „არგენტინის ბაღსაც" უწოდებენ.
აქ მდებარეობს 1914 წელს დაარსებული ტუკუმანის ეროვნული უნივერსიტეტი.
რესურსები ინტერნეტში