რავსონი — ქალაქი არგენტინაში, პატაგონიის რეგიონში, ჩუბუტის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 33.806 ადამიანს (2008). მიუხედავად იმისა, რომ ის პროვინციის დედაქალაქია, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ამავე პროვინციის სხვა ქალაქებს ჩამორჩება. დედაქალაქი გახდა 1957 წელს, როდესაც ჩუბუტის პროვინციის სტატუსი მიენიჭა.
ქალაქიდან 5 კილომეტრის მოშორებით, ატლანტის ოკეანეზე მდებარეობს რავსონის პორტი.
ქალაქი 1865 წლის 15 სექტემბერს დააარსა პოლკოვნიკმა ხულიან მურგამ. პირველ მოსახლეებს წარმოადგენდნენ უელსელი იმიგრანტები. სახელი ეწოდა დოქტორ გილერმო რავსონის პატივსაცემად, რომელიც იმ დროისთვის არგენტინის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და რომელიც მხარს უჭერდა არგენტინის ტერიტორიაზე უელსელების დასახლებას.
რესურსები ინტერნეტში