სამხრეთი კარელია (ფინ: Etelä-Karjala; შვედ: Södra Karelen) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. მდებარეობს საიმას ტბიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ესაზღვრება ქვეყნის სხვა პროვინციები - კიმენლაასკო, სამხრეთი სავონია, ჩრდილოეთი კარელია, ასევე რუსეთის ფედერაცია. რეგიონს სამხრეთი კარელია ეწოდება იმის გამო, რომ მდებარეობს ფინეთის კარელიის სამხრეთ ნაწილში. მისი ფართობი 7 235.59 კმ²-ია და ამ მაჩვენებლით სხვა რეგიონესბ შორის მე-13 ადგილზეა, მოსახლეობა შეადგენს 135 000 ადამიანს (2009).
რეგიონი შედგება 10 მუნიციპალიტეტისაგან, მათ შორის ორს ქალაქის სტატუსი გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ლაპეერანტა.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში