ლაპეენრანტა[1] (ფინ. Lappeenranta), ასევე ვილმანსტრანდი (შვედ. Villmanstrand) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ფინეთში, აღმოსავლეთი ფინეთის გუბერნიაში, სამხრეთ კარელიის ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ისტორიული პროვინცია კარელიის დასავლეთ ნაწილში, საიმას ტბის სამხრეთ სანაპიროსთან, რუსეთ-ფინეთის საზღვრის მახლობლად. 2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 72 391 ადამიანს შეადგენდა, ამ მონაცემებით იგი ფინეთის ქალაქებს შორის 30-ე ადგილზეა.
ისტორია
ლაპეენრანტის მოსახლეობის წინაპრები ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდის დასასრულიდან დასახლდნენ დღევანდელი საიმას ტბის ნაპირებზე. მათ ააშენეს საკუთარი სახლები სილიან სანაპირო ზოლზე. რკინის ხანის დასაწყისში ლაპეენრანტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღევანდელი რამდენიმე სოფლის ადგილას, უკვე არსებობდა მუდმივი დასახლებები. ნაპოვნია ძველიკარელიური და შუა საუკუნეების სამარხები.
XVI საუკუნეში დასახლება ფიჭვის ფისისა და კუპრის ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო.
დაძმობილებული ქალაქები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Название согласно изданию «Финляндия, общегеографическая карта». М.: ФСГиКР, 1994. © Роскартография