სამხრეთ სუდანის რუკა
სამხრეთ სუდანის ისტორიული რგიონები
სამხრეთი სუდანი — სახელმწიფო აფრიკაში , დედაქალაქი — ჯუბა . ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება ეთიოპია , სამხრეთით კენია , უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა , დასავლეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით სუდანი . საზღვრის სიგრძე: ეთიოპიასთან — 883 კმ, კენიასთან — 232 კმ, უგანდასთან — 435 კმ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 628 კმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან — 682 კმ, სუდანთან — 1973 კმ. ქვეყნის ფართობია 644 329 კმ²[ 1] [ 2] .
ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა კინიეტი – 3187 მ.
სამხრეთი სუდანის ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები მსოფლიოში მეორეა ველური ცხოველების მიგრაციის სიდიდით. ბუნების მსოფლიო ფონდმა აჩვენა, რომ სამხრეთ სუდანში არსებული სამი ეროვნული პარკი: ბანდინგილოს , კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვართან შორიახლოს მდებარე სამხრეთის და ეთიოპიის საზღვრიდან დასავლეთით მდებარე ბომის ეროვნული პარკები, ასევე სუდის ჭაობიანი ადგილები ბუნების უნიკალური წარმონაქმნებია ძროხისებური ანტილოპა კონგონის , აფრიკული ანტილოპების კობის და ტოპის , აფრიკული კამეჩების , სპილოების , ჟირაფების და ლომების მრავალრიცხოვანი პოპულაციების საცხოვრებლად.
სამხრეთი სუდანი შედგება სამი ისტორიული რეგიონისაგან: ბაჰრ-ელ-ღაზალი , ეკვატორია და ზემო ნილოსი .
კლიმატი
სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ნალექები პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაშია, მათი უმეტესობა მაის-ოქტომბრის თვეებში მოდის. ნალექების წლიური რაოდენობა 700 მმ-დან (ჩრდილოეთში) 1400 მმ-მდე (სამხრეთ-დასავლეთში) მერყეობს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო