ჰაბსბურგები თავს იშტვან I-ის (997–1038) მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, ამის არგუმენტად მოყავდათ ის, რომ პაპმასილვესტერ II-მ ისინი დააჯილდოვა წმინდა იშტვანის ტიტულით.[1] იშტვანის მიერ ხალხის გაქრისტიანების გამო მას ადარებდნენ მოციქულს (შესაბამისად წმინდა იშტვანის ტიტლუც უთანაბრდებოდა სამოციქულო ტიტულს). ეს ტიტული პირველად გამოიყენა საღვთო რომისიმპერატორმალეოპოლდ I-მა (1657–1705) როდესაც უნგრეთის ავტონომია გააუქმა და უნგრეთის გვირგვინიც დაიდგა. ამ ტიტულს ბოლოს იყენებდა კარლ I.