საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში
საბჭოთა ოკუპაციის დღე 2011 წლიდან აღინიშნება საქართველოში ყოველი წლის 25 თებერვალს .[ 1]
ისტორია
1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრა, დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა . საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალიბების ინიციატორი იყო ფილიპე მახარაძე , რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაიკავა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) თავმჯდომარის, სახალხო კომისართა საბჭოსა და შემდეგ ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები[ 2] .
თანამედროვეობა
საქართველოს პარლამენტმა კანონი „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ მიიღო 2010 წლის 21 ივლისს[ 3] (მომხრე 87 დეპუტატი 110-დან[ 4] ). ოკუპაციის დღე პირველად აღინიშნა 2011 წლის 25 თებერვალს. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი[ 5] . საქართველოს გარდა ოკუპაციის დღე აღინიშნება ლატვიასა და მოლდოვაში (ინიციატივა უარყვეს)[ 6] .
2006 წლიდან თბილისში მოქმედებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი . მუზეუმში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921 -1990 ) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა.[ 7]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
↑ Парламент Грузии утвердил День советской оккупации , lenta.ru , 21 ივლისი 2010
↑ 25 февраля — День советской оккупации Грузии , newsgeorgia.ru , 25 თებერვალი 2011
↑ კანონი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021
↑ День советской оккупации появился в Грузии , rian.ru , 21 июля 2010
↑ Грузия отмечает «День советской оккупации» , bbc.co.uk , 25 февраля 2011. Аудио 00:08:33
↑ В Грузии будут отмечать День советской оккупации , kommersant.ru , 21 июля 2010
↑ საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია - საქართველოს ეროვნული მუზეუმი en. museum.ge . ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021