საბა გოგლიჩიძე (დ. 25 ივნისი, 2004) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიის სერია A-ს საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ მცველი.
კარიერა
გოგლიჩიძემ კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. 2024 წელს ემპოლიში გადავიდა.[1]
სანაკრებო კარიერა
2022 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2024 წლის 7 სექტემბერს, ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა, როდესაც მატჩის 88-ე წუთზე გიორგი გველესიანი შეცვალა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[2][3]
თამაშის სტილი
ის ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა აგრეთვე უთამაშია მარჯვენა მცველად.[4]
პირადი ცხოვრება
გოგლიჩიძე 2005 წელს საქართველოში დაიბადა. მისი ბაბუა ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარი იყო.[5]
მიღწევები
საკლუბო
- ტორპედო ქუთაისი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო