რუსული ზუთხი (ლათ. Acipenser gueldenstaedtii) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. ქმნის გამსვლელ და ცოცხალ ფორმებს. გვხვდება კასპიის, შავ და აზოვის ზღვებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-30 წლისა. მისი სხეულის სიგრძე 2,3 მეტრამდეა, საშუალო წონა 15-25 კგ, ზოგიერთი ეგზემპლარი 80 კგ-ს იწონის. იკვებება უხერხემლოებით, მოლუსკებით, თევზებით.
ტოფობის მთავარი მდინარეა ვოლგა და მისი შენაკადები. XVIII საუკუნეში იჭერდნენ მოსკოვშიც. წარმოდგენილი იყო მდინარე ურალში (ორენბურგამდე), დნეპრში (მოგილიოვამდე), დონში (ზადონსკამდე), ყუბანში (მდ. ლაბის შესართავამდე) და მათ დიდ შენეკადებში. დღეს არეალი შემცირებულია ჰიდროელექტროსადგურთა კაშხლების გამო (მაგ., ვოლგოგრადის ჰესის აშენებამ სახეობას წაართვა ტოფობის ადგილების დაახლ. 80%). რაოდენობა ნარჩუნდება ხელოვნური კვლავწარმოების ხარჯზე.[1]
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო