რუსული დამწერლობა (რუს.русская письменность) — კირილური დამწერლობის (კირილიცას) ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც უფიციალური ანბანია რუსეთის ფედერაციაში. ის შედგება 33 ასოსგან, რომელთაგან: 20 თანხმოვანია; 10 ხმოვანი; й, რომელსაც მოკლე и-ს უწოდებენ, წარმოადგენს ნახევრადხომოვანს; ხოლო 2 ასო (ъ, ь) ბგერებს არ აღნიშნავს. 10 ხმოვნიდან а, о, и, э, у, ы გამოსცემენ ხმოვნებს, ხოლო е, ё, я, ю გადმოსცემენ არა მარტო ხმოვნებს, არამედ ბგერა j-ს (მისი რუსული შესატყვისი - й) და ხმოვანს ერთად. შესაბამისად მათი წარმოდგენა შეიძლება ასე:
რუსული ანბანი შედგენილობითა და მოხაზულობით მომდინარეობს სლავური კირილიციდან. მისი ხმარება დაიწყო პეტრე პირველის რეფორმის შედეგად, შეიცვალა ასოთა მოხაზულობა (დაუახლოვდა ლათინურბეჭდურ ასოებს), ამოვარდა ხმარებიდან მოძველებული ასოები, მახვილის ფშვინიერების, შემოკლების ნიშნები და სხვა.[1]
XVIII საუკუნის II ნახევარში რუსულ ანბანს დაემატა ასო э, მოგვიანებით - ё. განსახკომის 1917 წლის 23 დეკემბრის დეკრეტით რუსული ანბანიდან ამოიღეს ფუნქციადაკარგული ასოები.[1]
↑Article живетеდაარქივებული 2012-07-22 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links "Толковый словарь русского языка Ушакова" ("Ushakov's Explanatory Dictionary of the Russian Language"; the dictionary makes difference between е and ё, cf.: ёлкаდაარქივებული 2012-07-22 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links).
↑мыслетеდაარქივებული 2012-07-16 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links "Толковый словарь русского языка Ушакова" ("Ushakov's Explanatory Dictionary of the Russian Language").