რეიჩელ ენ მაკადამსი (ინგლ. Rachel McAdams დ. 17 ნოემბერი, 1978) — კანადელი მსახიობი.
ბიოგრაფია
2001 წელს იორკის უნივერსიტეტში თეატრალური პროგრამის დასრულების შემდეგ, მაკადამსმა დაიწყო სამსახიობო კარიერა, თუმცა მხოლოდ 2004 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან ითამაშა თინეიჯერულ კომედია „საზიზღარ გოგონებსა“ და რომანტიკულ დრამა „უბის წიგნაკში“. 2005 წელს ის გამოჩნდა რომანტიკულ კომედია „დაუპატიჟებელ სტუმრებში“, თრილერ „წითელ თვალსა“ და ოჯახურ დრამა „სტოუნების ოჯახში“, რის შემდეგაც მედიამ „ახალ ჯულია რობერტსად“ შერაცხა. თუმცა, ამის შემდეგ მან შეწყვიტა კარიერა და უარი თქვა მთავარ როლებზე ფილმებში „ეშმაკი ატარებს პრადას“ და „კაზინო როიალი“.
მაკადამსი სამსახიობო კარიერას 2008 წელს დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ნაკლებად ცნობილ დამოუკიდებელ ფილმებში „ოჯახური ცხოვრებასა“ და „იღბლიანებში“, თუმცა 2009 წელს კვლავ ითამაშა პოპულარულ სურათებში, მათ შორისაა პოლიტიკური თრილერი „დიდი თამაში“, სამეცნიერო ფანტასტიკა „დროში მოგზაურის ცოლი“ და სათავგადასავლო მოქმედებითი „შერლოკ ჰოლმზი“ და მის გაგრძელებაში 2011 წელს „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა კომედიაში „დილა მშვიდობისა„. 2011 წელს მაკადამსი გამოჩნდა ვუდი ალენის რომანტიკულ კომედიაში, „შუაღამე პარიზში“.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში