ფილმის ამ ნაწილში გამომძიებელთა ორეული, ჰოლმზისა და უოტსონის სახით (რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ) იძიებს პროფესორ მორიარტის (ჯერედ ჰარისი) მიერ ორგანიზებული მკვლელობებათა სერიას. ფილმი ეფუძნება კონან დოილის რომანს უკანასკნელი საქმე, თუმცა მისგან დამოუკიდებელ ხასიათს, ვიდრე პირდაპირი ეკრანიზაციის სახეს ატარებს.[4]
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1891 წელს ირენ ადლერს (რეიჩელ მაკადამსი) დოქტორ ჰოფმანშტალთან მიაქვს ამანთი - იმ წერილის სანაცვლოდ, რომელიც მას უნდა გადმოეცა. ჰოფმანშტალი ხსნის ამანათს, რითაც ამოქმედდება ასაფეთქებელი მოწყობილობა. ჰოლმზი, რომელიც იქვე აღმოჩნდება, იღებს წერილს და ასაფეთქებელს აფეთქებს ძველ სარკოფაგში. მოგვიანებით იგი ჰოფმანშტანლს მკდარს პოულობს. ადლერი ხვდება პროფესორ მორიარტის. მას სურს, დაადგინოს, თუ რატომ მოხდა ეს, მაგრამ მორიარტი მას სწრაფმოქმედი ტუბერკულოზის გამოწვევი შხამით წამლავს.
მოგვიანებით ექიმი უოტსონი ეწვევა ჰოლმზს, რომელიც იძიებს მკვლელობათა მთელ სერიას - ერთმანეთთან საეჭვო კავშირში მყოფ მკვლელობებს, ტერორისტულ შეტევებსა და ბიზნეს მაქინაციებს, რომლებიც უკავშირდება მორიარტის. უოტსონის ქორწილში ჰოლმზი გაიცნობს ბოშა სიმზას, რომელიც იყო წერილის ადრესატი (რომელიც თავის მხრივ, მას გამოუგზავნა ძმამ, რენემ). ჰოლმზი აჩერებს მკვლელს, რომელიც სიმზას მისდევს, მაგრამ სიმზა ამასობაში ქრება. უოტსონისა და მერის ქორწილის შემდეგ ჰოლმზი პირველად ხვდება მორიარტის. იგი შერლოკს ამცნობს, რომ სწორედ მან მოკლა ადლერი და მოკლავს უოტსონს და მერისაც, თუკი ჰოლმზი განაგრძობს საქმის გამოძიებას.
მორიარტის გარემოცვა თავს ესხმის უოტსონსა და მერის, როდესაც ეს ორეული საქორწინო მოგზაურობაში მატარებლით მიემგზავრება. ჰოლმზი, რომელიც მათ მისდევს, მერის მატარებლიდან მდინარეში აგდებს, საიდანაც მას შერლოკის ძმა, მაიკროფტი ამოიყვანს. მორიარტის ხალხის განადგურების შემდეგ ჰოლმზი და უოტსონი პარიზში, სიმზას ეძებენ. მას შემდეგ, რაც მას პოულობენ, ჰოლმზი უამბობს სიმზას, რომ რენე მორიარტიზე მუშაობს და სიმზა ერთ-ერთი სამიზნეა. სიმზას ისინი მიჰყავს ანარქისტული დაჯგუფების შტაბ-ბინაში, რომლის წევრიც მანამდე ადრე რენესთან ერთად იყო. ისინი დაადგენენ, რომ ანარქისტები იძულებულები იყვნენ, მორიარტისათვის ბომბები დაემზადებინათ.
სამეული ჰოლმზის გამოძიების მიხედვით დაადგენს, რომ ერთ-ერთი ბომბი პარიზის ოპერაშია, თუმცა ჰოლმზი აღმოაჩენს, რომ იგი არასწორი გზით წაიყვანეს და ბომბი სინამდვილეში ახლოს მდებარე სასტუმროშია. ამოქმედებული ბომბი ანადგურებს მთელ რიგ ბიზნესმენებს. ჰოლმზი დაადგენს, რომ ეს იყო მხოლოდ მაინჰარტის (ერთ-ერთი დამსწრე ბიზნესმენის) მკვლელობის დაფარვის საბაბი - რომელიც აფეთქების დროს გასროლით მოკლა სებასტიან მორანმა, მორიარტის მიერ დაქირავებულმა მსროლელმა. ამრიგად მორიარტის მფლობელობაში მაინჰარტის გარდაცვალების შემდეგ რჩება გერმანიაში მდებარე იარაღის ქარხანა. ჰოლმზი, უოტსონი და სიმზა გერმანიაში მიემგზავრებიან და ცდილობენ, რენეს წერილებში თავსატეხის ამოხსნა მოიძიონ.
ქარხანაში მორიარტი იჭერს და აწამებს ჰოლმზს, უოტსონი კი მორანს ებრძვის. მორიარტისგან ცნობილი ხდება, რომ მას დიდი წვლილი აქვს კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ საომარ ტექნიკას და მისი გეგმაა მსოფლიო ომის დაწყება. ამასობაში უოტსონი იყენებს დიდ ზარბაზანს, რათა გაანადგუროს შუქურა, რომელშიც მორანი იმალება. შუქურა ემხობა საწყობზე, რომელშიც მორიარტი და ჰოლმზი იმყოფებიან. უოტსონი, სიმზა და დაჭრილი ჰოლმზი ერთმანეთს პოულობენ და მატარებლით გარბიან. ჰოლმზი დაადგენს, რომ მორიარტის უკანასკნელი სამიზნე იქნება მშვიდობიანი სამიტი, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება - რითაც დაგეგმილია დიდი სკანდალის აგორება
სამიტზე ჰოლმზი სიმზას უამბობს, რომ რენე ერთ-ერთი მკვლელია, მაგრამ იერი, ჰოფმანშტალის ქირურგიული მეთოდების დახმარებით, შეცვლილი აქვს და ერთ-ერთ ელჩად არის გადაცმული. უოტსონი და სიმზა ეძებენ რენეს, ამასობაში კი ჰოლმზი და მორიარტი აივანზე ერთმანეთს ხვდებიან. რენეს აჩერებენ, მაგრამ მას მორანი კლავს. ჰოლმზი მორიარტის გაანდობს, რომ მან, გერმანიაში ყოფნისას, მისი პირადი დღიური მოიპარა (რომელშიც მორიარტის გეგმები და ფინანსური მონაცემები ეწერა) და იგი ყალბით ჩაანაცვლა. ორიგინალი გაიგზავნა ლონდონში, მერისთან, რომელმაც დღიურში მოცემული კოდები ამოხსნა - იმ წიგნის დახმარებით, რომელიც შერლოკმა ლონდონში, მორიარტის კაბინეტში აღმოაჩინა. მერიმ ეს ინფორმაცია ინსპექტორ ლესტრეიდს გადაუგზავნა, რომელმაც შეაჩერა მორიარტის აქტივები, რითაც იგი ფინანსურად დააზარალა. ჰოლმზი და მორიარტი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან, მაგრამ ორივე ხვდება, რომ მორიარტი გაიმარჯვებს, ვინაიდან ჰოლმზს ხელს უშლის მხრების დაზიანებული არე. ჰოლმზი ხელს სტაცებს მორიარტის და ორივე აივნის მიღმა, ჩანჩქერში ეშვება.
მორიარტისა და ჰოლმზის გვამებს ვერ პოულობენ. საბოლოოდ ორივე დაღუპულად ითვლება. ჰოლმზის სიმბოლური დასაფლავების შემდეგ, უოტსონი და მერი საბოლოოდ ემზადებიან თაფლობის თვის გასატარებლად. უოტსონი საბეჭდ მანქანაზე კრიფავს თავისი მოგონებების ჩანაწერებს. უკანასკნელ სტრიქონზე იგი წერს - „დასასრული“. ამ დროს იგი ფოსტით მიიღებს სასუნთქ აპარატს, რომელსაც ჰოლმზი სამიტამდე იყენებდა. უოტსონი მიხვდება, რომ ჰოლმზი ცოცხალია და გარბის ფოსტალიონის მოსაძებნად. ამასობაში ჰოლმზი, რომელიც შენიღბული იყო, როგორც სავარძელი, დგება და უოტსონის ტექსტის ბოლოს დასმულ სიტყვას „დასასრული“ ამატებს კითხვის ნიშანს.
2009 წლის ფილმის შერლოკ ჰოლმზი წარმატების შემდეგ, კომპანიამ Warner Bros. და გაი რიჩიმ დაიწყეს მისი გაგრძელების წარმოება. გაი რიჩიმ შეწყვიტა ფილმზე ლობო მუშაობა, ხოლო რობერტ დაუნი უმცროსმა - ფილმში კოვბოები და უცხოპლანეტელები მონაწილეობა.[15] უცნობი იყო, დაბრუნდებოდა თუ არა ფილმში გადასაღებად რეიჩელ მაკადამსი. მან განაცხადა - „თუკი დავბრუნდები, როლი მნიშვნელოვანი არ იქნება, იგი წამყვანი არ არის“.[16] 2011 წლის 4 თებერვალს კომპანიამ Warner Bros. Entertainment Weekly-ს დაუდასტურა, რომ მაკადამსი მიიღებდა მონაწილეობას მეორე ფილმში.[10]
ცნობილი იყო, რომ ფილმი შეიქმნებოდა კონან დოილის წიგნის უკანასკნელი საქმე მიხედვით.[4] ფილმში მოქმედება მიმდინარეობს პირველი ფილმის მოვლენების შემდეგ ერთი წლის თავზე[4], მაგრამ „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ ჩაფიქრებული იყო, როგორც დამოუკიდებელი ფილმი, რომლის ნახვა არ ითხოვდა წინა ფილმის მოვლენათა შესწავლას.[4]
2010 წლის ოქტომბერში დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ შეამჩნიეს რიჩმონდის პარკში, სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში, როდესაც ისინი გადიოდნენ ბრძოლის სცენის რეპეტიციებს.[17] იმავე თვეში ინგლისის წყლებში შევიდა გემი PS Waverley და დიდკოტის ცენტრალურ რკინიგზაზე აღიმართა დიდი მწვანე ეკრანი. სცენების ნაწილი გადაღებული იქნა იქ, ნოემბერში.[7] ნოემბრის ბოლოს გადაიღეს სცენა ვიქტორიის ხიდზე, რომელიც სევერნის რკინიგზის ნაწილია. 2011 წლის იანვარში სცენების ნაწილი გადაღებული იქნა ჰემპტონის სასახლესთან. 2011 წლის სექტემბერში ასევე გადაღებული იქნა სცენები გრინვიჩში.[18] 2011 წლის თებერვალში ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა სტრასბურგში (საფრანგეთი), როგორც ბუნებაზე, ასევე სტრასბურგის საკათედრო ტაძარში. ცნობილი იყო, რომ ეს სცენა ფილმში პირველი იქნებოდა, რომელიც ასახავდა ტერორისტულ აქტებს ერთ-ერთ გერმანულენოვან ქალაქში.[19]
2011 წლის 16 დეკემბერს კანადაში, აშშ-სა და ბრიტანეთში შედგა ფილმის პრემიერა. 25 დეკემბერს იგი გამოვიდა სხვა ქვეყნებშიც. 2011 წლის 30 დეკემბერს ფილმი გამოვიდა ინდოეთში, ხოლო 2012 წლის 5 იანვარს - ავსტრალიასა და ესპანეთში.[5]
საუნდტრეკი
ფილმის მუსიკის ავტორია ჰანს ციმერი. საუნდტრეკი გაყიდვაში გამოვიდა 2011 წლის 13 დეკემბერს. დისკის შეძენის შემთხვევაში მყიდველს შეუძლია სამი დამატებითი კომპოზიციის ჩამოტვირთვა.[20][21][22]
#
სახელწოდება
ავტორი
ხანგრძლივობა
1.
„I See Everything“
ჰანს ციმერი
0:39
2.
„That Is My Curse (Shadows – Part 1)“
ჰანს ციმერი
1:51
3.
„Tick Tock (Shadows – Part 2)“
ჰანს ციმერი
8:12
4.
„Chess (Shadows – Part 3)“
ჰანს ციმერი
7:34
5.
„It’s So Overt It’s Covert“
ჰანს ციმერი
3:19
6.
„Romanian Wind“
ჰანს ციმერი
1:56
7.
„Did You Kill My Wife?“
ჰანს ციმერი
2:42
8.
„He’s All Me Me Me“
ჰანს ციმერი
1:56
9.
„The Mycroft Suite“
ჰანს ციმერი
1:41
10.
„To The Opera!“
რენატო გიროლამი
4:03
11.
„Two Mules For Sister Sara“
ენიო მორიკონე
2:34
12.
„Die Forelle“
ჯულიუს დრეიკი
3:22
13.
„Zu Viele Füchse Für Euch Hänsel“
ჰანს ციმერი
1:47
14.
„The Red Book“
ჰანს ციმერი
4:00
15.
„Moral Insanity“
ჰანს ციმერი
1:31
16.
„Memories Of Sherlock“
ჰანს ციმერი
2:11
17.
„The End?“
ჰანს ციმერი
2:26
18.
„Romani Holiday (Antonius Remix)“
ჰანს ციმერი
5:38
19.
„Shush Club No. 3“ (დამატებითი კომპოზიცია)
ჰანს ციმერი
4:31
20.
„Beautiful Eyes“ (დამატებითი კომპოზიცია)
ჰანს ციმერი
2:13
21.
„Just Follow My Lead (The Waltz)“ (დამატებითი კომპოზიცია)
ჰანს ციმერი
4:44
შეფასება
კრიტიკოსთა შეფასება
კრიტიკოსთა მიერ ფილმის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. Rotten Tomatoes-ის ცნობით, 171 კრიტიკოსის 59% ფილმს დადებით შეფასებას აძლევს - 10-დან საშუალო 6 ქულის სახით. ისინი ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“ არის კარგი ამბავი, ვინაიდან მთავარი გმირებიც ერთმანეთს უხდებიან, მაგრამ პირველი ფილმის ხიბლს ვერ იმეორებს.[23]Metacritic, რომელსაც შეფასებების 100 ქულიანი სისტემა აქვს, ფილმს 49 ქულას ანიჭებს (37 მიმოხილვის თანახმად).[24]CinemaScore-ის გამოკითხვებით, ფილმის მნახველთა უმეტესობამ ახალ ნაწილს მიანიჭა A- ტიპის შეფასება (დიაპაზონში A+-დან F-ამდე).[25]
როჯერ ებერტის მიერ ფილმს მიენიჭა ოთხიდან 3 ნახევარი ქულა. მისი აზრით, ეს არის „მაღალი კალიბრის სანახაობა“, რომელიც ფორმულას ამატებს „რაფინირებას და გამჭრიახობას“ და „სცენარის ავტორი ბრძნულად უძღვნიან ფილმის საუკეთესო სცენებს ჰოლმზისა და მორიარტის დაპირისპირებებს“.[26]ჯეიმზ ბერარდინელიმ ფილმს ოთხიდან სამი ქულა მიანიჭა. მისი აზრით, ეს ფილმი არის „უფრო მძლავრი, გააზრებული, რომელიც ეფუძნება ორიგინალის ძლიერ და თავიდან იცილებს სუსტ მხარეებს“.[27] ამის საპირისპიროდ, კით ფილიპსი (The A.V. Club) თვლის, რომ „ფილმის ამბიციები უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი წინამორბედის, მაგრამ იგი მაინც სუსტია“.[28]
კინოთეატრები
შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში აშშ-სა და კანადაში პრემიერის დღეს გახდა ლიდერი, 14.6 მილიონი აშშ დოლარის მოგებით [29], თუმცა წინა ნაწილის მოგება 24.6 მილიონს შეადგენდა [30] ბრიტანეთში სამი დღის მანძილზე მისმა მოგებამ 3.83 მილიონი გირვანქა-სტერლინგი შეადგინა (პირველი ფილმის შემოსავალი სამი დღის განმავლობაში 3.08 მილიონს შეადგენდა)[31] აშშ-ში კვირის ბოლოს შემოსავალი 39.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა (წინა ფილმის 62.3 მილიონთან შედარებით).[32] სხვა ქვეყნებში მისმა შემოსავალმა 14.7 მილიონი შეადგინა.
გაგრძელება
Warner Bros.-ის ცნობით, ფილმის მესამე ნაწილის სცენარის პირველი ვერსია სცენარისტ დრიუ პირსის დახმარებით უკვე წარმოებაშია.[33]