რეი მომო (პორტ.Rei Momo; ესპ.Rey Momo; ქართ.მეფე მომო) — კარნაველების მეფე ლათინურ-ამერიკულ ფესტივალებში, ძირითადად ბრაზილიასა და კოლუმბიაში. მისი გამოჩენა ნიშნავს, რომ კარნავალი იწყება. ყოველ კარნავალს საკუთარი რეი მომო ჰყავს, რომელსაც ხშირად ქალაქის გასაღებს აბარებენ. ტრადიციულად, ამ როლის შესასრულებლად დაბალ, მსუქან მამაკაცს ირჩევენ, რადგან პირველი რეი მომო სწორედ ასეთი ფიზიკური აგებულების იყო.
არგენტინასა და ურუგვაიში რეი მომოს წარმოადგენს დიდი, ხშირად მონუმენტური თოჯინა, რომელიც დამზადებულია ხის ან მავთულუს სტრუქტურაზე მიმაგრებული ქაღალდებით. ამ შემთხვევაში, მას პლატფორმის თავზე ამაგრებენ და მთელს ქალაქში დაატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ თოჯინაა, ის თავის ტრადიციულ მახასიათებლებს მაინც ინარჩუნებს: ჭრელაჭრულა ტანსაცმელს, გაღიმებულ სახესა და დიდ ღიპს. ფესტივალის დასრულებისას მას წვავენ, მაგრამ ეს ტრადიცია ბოლო დროს მოიშალა, უსაფრთხოების ზომების გამო.
ისტორია
მომი ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში ირონიის ღმერთი იყო. სხვა ღმერთების დაცინვის გამო, ის ოლიმპოს მთიდან გამოაძევეს, რის შემდეგაც მან დედამიწაზე კარნავალი შექმნა.[1]
რიო-დე-ჟანეიროს რეი მომოები
ყველაზე ცნობილი რეი მომოები რიო-დე-ჟანეიროდან არიან, სადაც ამ ტიტულის ტრადიცია 1933 წლიდან არსებობს.
წელი
სახელი
1933 & 1948
ქაღალდის თოჯინა
1949
გუსტავო მატოსი
1950
გუსტავო მატოსი
1951-1957
ნელსონ ნობრე
1958-1971
აბრაან ადადი
1972
ედსონ სერაპინ დე სანტანა
1973
ელსონ გომეშ და სილვა
1974-1982
ედსონ სერაპინ დე სანტანა
1983
პაოლო ვისენტე პაჩელი
1984
რობერტო ბარბოზა დე კასტრო
1985-1986
ედსონ სერაპინ დე სანტანა
1987-1995
რეინალდო დე კარვალიო
1996
პაულუ ჩეზარ ბრაგა კამპორი
1997-2003
ალექს დე ოლივეირა
2004
ვაგნერ ჟორჟ ვანდერსონ სანტუს მონტეირო
2005
მარსელო დე ჟესუს რეისი
2006-2008
ალექს დე ოლივეირა
2009
მილტონ როდრიგესი
2010
ლორენ მორეინუ
სანტუსის რეი მომო
ვალდემარ ესტევეს დე კუნია (დაიბადა 1920 წ[2]) ბრაზილიის ქალაქ სანტუსის რეი მომო იყო ჯერ 1950 — 1956, შემდეგ კი 1958 — 1990 წლებში. დღეისათვის, 92 წლის ასაკში ის მთელს ბრაზილიაში უხუცესი რეი მომოა.[3]