რამონ მაგსაისაი (დ. 31 აგვისტო, 1907 — გ. 17 მარტი, 1957) — ფილიპინების სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრეზიდენტი 1953-1957 წწ. მის სახელს ატარებს პრემია, რომელიც ითვლება ნობელის პრემიის აზიურ ვარიანტად.
დაიბადა 1907 წელს კ. ლუსონზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეთაურობდა პარტიზანულ დაჯგუფებას. 1950 წელს პრეზიდენტმა ელპიდიო კირინომ დანიშნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად. 1953 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე დაიღუპა ავიაკატასტროფაში. მისი თანამდებობა დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა კარლოს გარსიამ.
რესურსები ინტერნეტში