მეთაურობდა ესპანელთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს 1896–1897 წლებში. 1896 წელს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მიემხრო შეიარაღებულ ფილიპინელ აჯანყებულებს. 1899 წელს გახდა ფილიპინების რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. 1899–1901წლებშიამერიკა-ფილიპინების ომის დროს ჩავარდა ტყვედ. ტყვეობის შემდეგ შეერთებულ შტატებთან კომპრომისული გზა აირჩია. 1935 წელს შეეცადა პრეზიდენტის პოსტის დაბრუნებას. მცდელობა უშედეგო გამოდგა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიკავა იაპონელთა მხარე.