ჟიულ ლიმბეკის შესახებ ინფორმაციები მწირი და წინააღმდეგობრივია.[7] ახალგაზრდობაში თამაშობდა უნგრეთისა და ავსტრიის საფეხბურთო კლუბებში, ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე.[8][9] წვრთნიდა თურქულ „გალათასარაის“ და ფრანგულ კლუბებს („ლიონი“, „ამიენი“)[7]
1934 წლიდან საბჭოთა კავშირშია. 1936 წლის შემოდგომიდან ინიშნება თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად. ჟიულ ლიმბეკი მკაცრი და საბჭოთა საფეხბურთო სპეციალისტებისგან განსხვავებული სტილით გამოირჩეოდა.[10] ფეხბურთელებს დიდ დატვირთვას თხოვდა. ამ მეთოდიკასთან შეუთავსებლობის გამო სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის ინიციატივით მასთან ურთიერთობის შეწყვეტა მოითხოვეს.
ლიმბეკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდის ფორმირებაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სსრ კავშირის თასის ფინალში გავიდა.[7]
ფეხბურთის ისტორიის მკვლევარის სერგეი ვერშინინის[კომ. 2] მიერ მოძიებული ცნობების მიხედვით, რომელიც ოცი წლის განმავლობაში იკვლევდა ჟიულ ლიმბეკის ბიოგრაფიას — მისი დახვრეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.[4][კომ. 3]
ჟიულ ლიმბეკმა 1937 წელს სსრ კავშირში ბასკი ფეხბურთელების საფეხბურთო ტურნეს დასრულების შემდეგ, მათთან ერთად დატოვა ქვეყანა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც იმავე წლის დეკემბერში პარიზში ფეხბურთის მწვრთნელთა მოსამზადებელი კურსები გახსნა, რის შესახებ იტყობინება გაზეთი L'Humanité — თავის სტატიაში სათაურით „Les cours d'entraineurs de football“. გაზეთის აღნიშნული ნომერი 1937 წლის 18 დეკემბრით თარიღდება, ხოლო სტატია მე-4 გვერდზეა განთავსებული.[4]
1938–1942 წლებში ლიმბეკი მწვრთნელად მუშაობდა ბელგიაში. შემდეგ ალჟირსა და საბერძნეთში. 1946 წელს იგი უნგრეთში ბრუნდება. საფეხბურთო მოღვაწეობის გარდა მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა აგრეთვე არქიტექტურას, მხატვრობას. მუშაობდა კარიკატურის ჟანრში. ამას გარდა, დაკავებული იყო წიგნების გაფორმებითა და მულტიპლიკაციით.[4]
↑სერგეი ლეონიდეს ძე ვერშინინი (რუს.Сергей Леонидович Вершинин) — ფეხბურთის ისტორიის მკვლევარი.
↑ციტატა: „... Насчет даты расстрела, это надо спросить у того, кто её первый раз написал. Человек с богатой фантазией. Чтобы подтвердить, что он не погиб, хотя для меня это странно даже слышать или читать, посылаю заметку из французской газеты L'Humanité от 18.12.1937 года, 4-я страница. Лимбек умер в Будапеште (Венгрия) в 1952-ом году (ранее у меня были данные о 1955-ом). В конце прошлого года (2017 г.) я был на кладбище Ракошкерестури у его могилы. Он был играющим тренером Вашей «Казанки» в чемпионате Москвы осенью 1935 года. А уехал он из СССР в 1937-ом году вместе с басками. У меня есть заметки из французских газет января 1938 года, что он открывает тренерские курсы в Париже. Вообще его биографией плотно занимаюсь уже 20 лет, а лет 15 уже знал, что его не расстреливали. Годы 1938-1942, когда он тренировал в Бельгии. Я уже нашёл, в каких газетах есть информация о нем. В интернете они не открываются даже на платной основе, так что возможно придётся ехать в Бельгию — в национальную библиотеку. После Бельгии были Алжир и Греция, а в 1946 году он вернулся в Венгрию. В его карьере игрока и тренера было около 40 команд. Он был архитектором, мультипликатором (стоял у истоков мультипликации в Бельгии), художником, оформителем книг, великолепным шаржистом-рисовальщиком, футболистом и тренером. Скажу ещё про его национальность. Лимбек — трансильванский венгр немецкого происхождения. Сложно, но так будет правильно.“ დაარქივებულია ორიგინალიდან
შენიშვნა
ჟიულ ლიმბეკის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ცნობებს იძლევიან — დ. 1899,[13]1 იანვარი, 1903,[14]1904[2] — გ. 1937, 4 ნოემბერი, 1952,[2]1955[14] — ამასთან, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები წარმოდგენილ მონაცემთა ნამდვილობის შესახებ აღნიშნულ წყაროებში არ მოიპოვება. ამ დრომდე, მტკიცებულებების გარეშე რჩება შემდეგი მონაცემებიც: დაბადების ადგილი — აიუდი, ალბის ჟუდეცი, ტრანსილვანია, ავსტრია-უნგრეთი. გარდაცვალების თარიღი — 1937.[15][16] გარდაცვალების ადგილი — უცნობია.[15][16] ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა წარმოდგენილი ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში — მისი გარდაცვალების გარემოებათა შესახებაც. წყაროების ერთი ნაწილის ცნობით ის 1937 წელს დახვრიტეს.[16][15][17][18] სხვა წყაროების მიხედვით იგი ბუდაპეშტში — 1955 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.[5][14]
↑ 16.016.116.2Domm Norris (8 იანვარი, 2011). The Legacy Of Gyula Limbeck. ციტატა: „...The tragedy of the story comes in the fact that in the wake of Lokomotiv's poor results against Spanish opposition, Limbeck became a victim of politics and was arrested and executed for reasons unknown.“