რევაზ "რეზი" არველაძე (დ.15 სექტემბერი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 2009–2015 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.
არველაძე თამაშობდა ევროპის სხვადასხვა მხარის გუნდებში, პროფესიონალური კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოში“. საზღვარგარეთ ითამაშა გერმანიაში[1] და ბელგიაში, საქართველოში დაბრუნდა 1998 წელს. ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 11 მატჩი[2].
იგი არის უფროსი ძმა ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეების არჩილ და შოთა არველაძეების. მისი შვილი ვახტანგი (ვატო) დაკავებულია პროფესიონალური ფეხბურთით.
სანაკრებო სტატისტიკა
საქართველო
|
წელი |
მატჩი |
გოლი
|
1992 |
2 |
0
|
1994 |
3 |
0
|
1995 |
1 |
0
|
1996 |
3 |
0
|
2000 |
2 |
0
|
ჯამში |
11 |
0
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო